გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ათ კაციანმა იბერიამ გორის დილას მოუგო

გააზიარეთ

ეროვნული ლიგის 30-ე ტურში უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება გაიმართა. ტიტულისთვის მებრძოლი იბერია და გორის დილა ერთმანეთს შეხვდნენ.

ტურის დაწყებამდე გორელები თბილისელებს სამი ქულით უსწრებდნენ, თუმცა გამარჯვების შემდეგ იბერია კონკურენტს ქულებში წამოეწია.

მატჩი დინამიკურად დაიწყო და პირველი ტაიმშივე მოხდა ძირითადი მოვლენები. მე-13 წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ მასპინძლები წინ გაიყვანა, მაგრამ მალევე, მე-19 წუთზე გურამ გოშთელიანმა წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც იბერიას დარჩენილი დრო კაცნაკლულ მდგომარეობაში მოუწია თამაში. მიუხედავად ამ სიტუაციისა, ნერგაძის გაწვრთნილი გუნდი არ გატყდა და უპირატესობა შეინარჩუნა.

პირველი ნახევრის ბოლოს ლუკა სილაგაძეს პენალტით ანგარიში ორამდე უნდა გაეზარდა, თუმცა მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია. ამის მიუხედავად, ტაიმის დასრულებამდე დამატებულ წუთებზე იბერიამ სხვაობა მაინც გაზარდა, ჯინჯოლავამ დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმში დილამ რამდენჯერმე სცადა თამაშში დაბრუნება და საბოლოოდ ოთარ ფარულავამ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო, მაგრამ სტუმრებმა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს.

შედეგად, იბერიამ 2:1 მოიგო და ახლა ორივე გუნდს 62-62 ქულა აქვს. დარჩენილია 6 ტური, თუმცა ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა იბერიას მხარესაა — ოთხივე მატჩი ამ სეზონში თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი