გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ტურის მშვიდობიანი დასასრული

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნული ლიგის 25-ე ტური ორი მატჩით დასრულდა. უნდა ითქვას, რომ ორივე ფავორიტმა ვერ მოიგო და მხოლოდ ფრეს დასჯერდა.

დინამო (თბ)-მეშახტე 0:0

თბილისი. მიხეილ მესხი

დინამომ აუტსაიდერ მეშახტეს მიხეილ მესხზე უმასპინძლა, მაგრამ ლიგის ბოლო ადგილოსანი გუნდი ვერ დაამარცხა.

თემურ ქეცბაიას გუნდი უპირატესობას ფლობდა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი იმერული გუნდი თავს კარგად იცავდა და დედაქალაქიდან ქულა წაიღო.

დინამომ ლიდერებთან მიახლოვების შანსი დაკარგა…

გაგრა-ტორპედო 1:1

თბილისი. პეტრო არენა

0:1 ჭავჭანიძე (21სკ); 1:1 გოშთელიანი (74)

ქუთაისის ტორპედოს ისევ კრიზისი უდგას. დირკ შუსტერის გუნდმა პირველი ტაიმის მოგება ზურაბ ჭავჭანიძის ავტოგოლით კი მოახერხა, მაგრამ უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნა – 74-ე წუთზე გურამ გოშთელიანმა გაიტანა და გაგრას ქულა გადაურჩინა. საგოლე პასი დავით მუჯირმა მიითვალა.

ტორპედოს ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, 33 ქულით მეექვსე ადგილზეა და გასავარდნ ზონასთან უფრო ახლოს არის, ვიდრე სეზონის წინა ამბიციურ განაცხადზე.

სატურნირო ცხრილი:

1.რუსთავი 25 12 7 6 31-21 43

2.დინამო (ბთ) 25 12 7 6 41-32 43

3.დინამო (თბ) 24 10 9 5 36-27 39

4.იბერია 23 11 4 8 32-27 37

5.დილა 24 11 3 10 31-25 36

6.ტორპედო 25 8 9 8 38-29 33

7.სამგურალი 25 9 5 11 34-46 32

8.გაგრა 25 6 10 9 24-32 28

9.სპაერი 25 5 10 10 33-38 25

10.მეშახტე 25 2 10 13 19-42 16

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი