
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 25-ე ტური სამი მატჩით დაიწყო და მოვლენები ისე განვითარდა, ტომ სატურნირო ცხრილს ამ დროისთვის ორი ლიდერი ჰყავს.
სპაერი-რუსთავი 1:1
თბილისი. მიხეილ მესხი 2
1:0 ცირდავა (26); 1:1 ალმეიდა (33)
რუსთავმა ქულები ისევ დაკარგა და ეს ლიდერობის დაკარგვადაც დაუჯდა.
გოლები პირველი ტაიმის შვიდწუთიან მონაკვეთში გავიდა: ჯერ გოჩა ცირდავამ ისარგებლა რუსთაველთა მცველ დავიდ ოლივეირას შეცდომით, ზუსტადაც დაარტყა და სპაერი დაწინაურდა; მერე ნიკოლოზ ჩიქოვანმა ჩააწოდა, ჟან სოუზა დე ალმეიდამ ბურთი ერთი შეხებით გააჩერა, მერე კი კარგი დარტყმაც მიაყოლა და 1:1.
მეორე ტაიმში მომენტები იყო, ყველაზე რეალური კი რუსთაველებს ჰქონდათ, მაგრამ სპაერი ძელმა იხსნა.
სამგურალი-დილა 1:3
წყალტუბო. საფეხბურთო ცენტრი
0:1 სანიანგი (21); 0:2 შეყილაძე (23); 0:3 კანტე (49); 1:3 სებოლინია (85)
გორის დილამ კონტრშეტევების წყალობით სამი გოლი გაუტანა სამგურალს და ზედიზედ მეორე გამარჯვება მიითვალა.
პირველი ტაიმის შუაში, ორწუთიან მონაკვეთში ვნახეთ დილას შემტევის, მამინ სანიანგის ორი გაქცევა და ორი გოლი: გამბიელმა ფეხბურთელმა ჯერ თავად გაიტანა, მერე შოთა შეყილაძეს გაატანინა.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ისევ კონტრშეტევაზე ამჯერად შეყილაძემ გაუკეთა პასი მოჰამედ კანტეს და მანაც კარგად შეასრულა.
ერთადერთი, რაც სამგურალმა მოახერხა, ბრაზილიელი კლაუდიო სებოლინიას ვარდნაში გატანილი პრესტიჟის გოლი იყო.
არადა, სამგურალმა ბევრი მომენტი შექმნა და ბრწყინვალედ თამაშობდა დილას მეკარე დავით კერესელიძე.
დინამო (ბთ)-იბერია 2:0
ბათუმი. ბათუმი არენა
1:0 მაურიდესი (62); 2:0 კირკიტაძე (87)
ბათუმელებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს და ხუთივე მშრალზე. ახლა რუსთავსა და დინამო ბათუმს 43-43 ქულა აქვთ და 1-2 ადგილებზე არიან. თუმცა იბერიასა და დინამო თბილისს თამაშები მარაგში აქვთ.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორეში შეცვლაზე შესულმა ულად-ომარ იმრანმა ორი საგოლე პასი გააკეთა და თანაგუნდელებმაც დაუფასეს: ანგარიში ბრაზილიელმა მაურიდესმა გახსნა, რომელმაც თავით მშვენიერი გოლი გაიტანა; 85-ე წუთზე კი, იმრანმა მეკარესთან პირისპირ დატოვა თორნიკე კირკიტაძე და მანაც ზუსტად დაარტყა.
სატურნირო ცხრილი:
1.რუსთავი 25 12 7 6 31-21 43
2.დინამო (ბთ) 25 12 7 6 41-32 43
3.დინამო (თბ) 23 10 8 5 36-27 38
4.იბერია 23 11 4 8 32-27 37
5.დილა 24 11 3 10 31-25 36
6.ტორპედო 24 8 8 8 37-28 32
7.სამგურალი 25 9 5 11 34-46 32
8.გაგრა 24 6 9 9 23-31 27
9.სპაერი 25 5 10 10 33-38 25
10.მეშახტე 24 2 9 13 19-42 15
იხილე მეტი
-
საქართველოს ჩემპიონატი
/ 34 წამი agoრუსთავი ქულებს კარგავს, ბათუმი – აგროვებს
გააზიარეთკრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 25-ე ტური სამი მატჩით დაიწყო და მოვლენები ისე განვითარდა, ტომ სატურნირო...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ევროტურნირები
/ 19 წუთი agoკვარაცხელიას პრიზი მისცეს, დრო – არა
გააზიარეთჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მეორე სათამაშოდღესაც ექვსი მატჩი გაიმართა და საკმაოდ უხვგოლიანიც გამოდგა. თასის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ძიუდო
/ 11 საათის agoაკაკი ჯაფარიძე: პასუხისმგებლობას არ გავურბივარ
გააზიარეთქართველი ჯუდოკა აკაკი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ბუნდესლიგაში მომხდარ ინციდენტზე განმარტებას აკეთებს. ჯაფარიძე ამბობს,...
ავტორი Giorgig