გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ამერიკის ძირთადს ორი ქართველით შევუტევთ

გააზიარეთ

ამერიკის ღია პირველობის კვალიფიკაციაში ორი ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს. ძირითად ბადეში გასვლას ნიკოლოზ ბასილაშვილი და ეკატერინე გორგოძე შეეცდებიან. საამისოდ კი, ნიუ იორკის კორტებზე 3-3 მატჩის მოგება დასჭირდებათ.

უკეთესი შანსი ბასილაშვილს აქვს, რომელიც კვალიფიკაციაში მეექვსე ნომრად არის განთესილი. პირველი ჯახი კი, ამაღამ ბელგიელ გოტიე ონკლინთან უწევს.

ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ჩვენებური შვეიცარიელ მარკ-ანდრე ჰუსლერსა და იტალიელ სტეფანო ნაპოლიტანოს შორის გამარჯვებულს გაეჯიბრება.

გორგოძე კვალიფიკაციას ხვალ დაიწყებ და ბრიტანელ ჰიზერ უოტსონს ეთამაშება. მოგების შემთხვევაში კი, ასევე ბრიტანელ ფრანჩესკა ჯოუნსსა და სლოვაკ ვიკტორია ჰრუნჩაკოვას შორის უმჯობესს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი