გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

იგა შვიონტეკი ტორონტოს ჩემპიონია!.

გააზიარეთ

იგა შვიონტეკი ტორონტოს ტურნირის ჩემპიონია. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა გადამწყვეტ ბრძოლაში ყაზახეთის წარმომადგენელი ელენა რიბაკინა დაამარცხა.

შვიონტეკმა მეტოქეს იოლად, ორსეტში 6:2, 6:3 სძლია. შეხვედრა სულ 1 საათი და 16 წუთი გაგრძელდა.

შვიონტეკი ტორონტოს ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა. მან საჩემპიონო გზიდან ჩეხი სარა ბეილეკი, შვეიცარიელი ვიქტორია გოლუბიჩი, უკრაინელი მარტა კოსტიუკი, დიანა შნაიდერი და უკრაინელი ელინა სვიტოლონა ჩამოიცილა.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი