გამოგვიწერეთ

სხვა...

ახალგაზრდული ვერცხლი და ბრინჯაო

გააზიარეთ

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დასრულდა მსოფლიოს 23 წლამდე ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც ახალგაზრდა ქართველმა ფალავნებმა სამი მედალი მოინადავლეს.

სამწუხაროდ ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ ანრი ხოზრევანიძეს (67კგ) და თემურ ორჯონიკიძეს (77კგ), ხოლო აჩიკო ბოლქვაძე (87კგ) ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ხოზრევანიძემ ფინალური ორთაბრძოლა ეგვიპტელ მოჰამედ აბდელრეჰიმთან უშანსოდ წააგო, ორჯონიკიძემ კი საჩემპიონო დაპირისპირება უკრაინელ ირფან მირზოევთან დათმო.

რაც შეეხება აჩიკო ბოლქვაძის ბრინჯაოს, მან მესამე საპრიზო ადგილისთვის ბრძოლა პოლონელ იასინ ბენ ლააბადს მოუგო.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად სხვა...