გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მარკოიშვილმა სეზონი ჩემპიონობით დახურა

გააზიარეთ

მანუჩარ მარკოიშვილმა სეზონი საფრანგეთის ჩემპიონობით დახურა! ფინალური სერიის მეხუთე, გადამწვეტ მატჩში მისმა გაწვრთნილმა მონაკომ პარიზი სტუმრად დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონობას დაეპატრონა.

ამ ამბავს მარკოიშვილისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 2025-26 წლების სეზონის შუაწელში, მას შემდეგ რაც ვასილის სპანულისმა მონაკოს მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, ფრანგული გრანდში დროებით სამწვრთნელო საქმიანობა, სპანულისის ასისტენტს, მარკოიშვილს მიანდვეს და ეს შანსი ქართველმა სპეციალისტმა ჩინებულად გამოიყენა.

ევროლიგაზე მოპოვებული შთამბეჭდავი, ზედიზედ გამარჯვებების სერიის შემდეგ, კლუბის მესვეურებმა ახალი მწვრთნელის ძებნა საერთოდ შეწყვიტეს და მანუმაც სრული, უპირობო ნდობა მიიღო.

ქართველი მწვრთნელის წინამძღოლობით, გუნდმა ჯერ ევროლიგის ფლეი ოფის საგზური მოიპოვა, შემდეგ საფრანგეთის თასს დაეუფლა, ბოლოს კი ამ სეზონს დიდებული წერტილი დაუსვა. საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალური სერიის გადამწყვეტ, დრამატულ მატჩში მონაკომ 101:92 იმარჯვა…

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი