გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბითაძის შეზღუდული დრო და 11 ქულა

გააზიარეთ

მისი უდიდებულესობა, NBA-ის რეგულარული სეზონი სტარტს 22 ოქტომბერს აიღებს. მანამდე კი გუნდები ერთმანეთს პრესეზონზე უპირისპირდებიან და ახალი სეზონისთვის თავიანთ ძალებს წონიან.

ორლანდო მეჯიქმა, სადაც ჩვენებური გოგა ბითაძე თამაშობს მოსამზადებელი ეტაპი კარგად დაიწყო. ორლანდომ ჯერ მაიამი ჰითს მოუგო, შემდეგ კი კარგი დღე არც სევენთი სიქსერსს აყარა. ფლორიდელებმა მეტოქე დიდი სხვაობით – 128:98 დაამარცხეს.

გოგა ბითაძემ პარკეტზე 15 წუთი დაჰყო. საქართველოს ნაკრების ცენტრმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გოგამ 11 ქულას, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბითაძე მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი +4 გახლდათ. ცუდია, რომ ბითაძეს ამ მატჩში უფრო მეტი სათამაშო დრო არ მიეცა.

ორლანდო მეჯიქი შემდეგ მატჩს 13 ოქტომბერს გამართავს და მაიამისთან ძალებს კიდევ ერთხელ მოსინჯავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად კალათბურთი