გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

გაგრამ დინამო ბათუმი გაანადგურა

გააზიარეთ

ეროვნული ლიგის 30-ე ტურში გაგრამ შინ დინამო ბათუმს უმასპინძლა და აქტივში სამი ქულა ჩაიწერა.

შეხვედრა აქტიურად დაიწყო. პირველივე წუთზე გიორგი ხარებაშვილმა გაგრა წინ გაიყვანა. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა, თუმცა მეორე ნახევარი გაგრამ ისევ იდეალურად დაიწყო – ხარებაშვილმა დუბლი გაიფორმა და სხვაობა გაზარდა.

69-ე წუთზე რატი არდაზიშვილმა მესამე გოლი გაიტანა და ბათუმელებს მდგომარეობა გაურთულა. სტუმრებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს, პენალტი ზუსტად შეასრულა ლუკა წულუკიძემ. შეხვედრის ბოლოს გიორგი პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 4:1 გაგრას სასარგებლოდ.

ამ გამარჯვებით გაგრა 36 ქულაზე ავიდა და მეექვსე პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში სამგურალს შეხვდებიან, დინამო ბათუმი კი, რომელსაც 37 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა, იბერიას დაუპირისპირდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი