გამოგვიწერეთ

კალათბურთი

გამათავისუფლეთ, მე ის არ მომიკლავს

გააზიარეთ

გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში დატრიალებულმა ერთ-ერთმა საზარელმა ამბავმა იმ პერიოდში არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ სრულიად მსოფლიოს საზოგადოება, განსაკუთრებით კი სპორტული სამყარო აღაშფოთა.

1993 წელს მომხდარ მკვლელობაზე დიდი ხნის მანძილზე ლაპარაკობდნენ,  სასამართლო დარბაზიც ხალხით გადაჭედილი იყო, ხოლო ცნობისმოყვარეთა აურაცხელი რაოდენობა მოვლენების განვითარებას გარე პერიმეტრიდან აკვირდებოდა.

საქმე კი მართლაც გახმაურებული გახლდათ. 18 წლის დენიელ გრინს და მის მეგობარს ლარი დემერს არც მეტი არც ნაკლები, ნბა-ს სუპერვარსკვლავის მაიკლ ჯორდანის მამის მკვლელობისთვის ასამართლებდნენ. ადვოკატებს სურდათ ჯეიმს ჯორდანის სიცოცხლის ხელყოფა წარუმატებელი ძარცვით შეეფუთათ, თუმცა არ გამოუვიდათ და ორივე ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა შეეფარდათ.

32 წლის შემდეგ, ერთ-ერთი ბრალდებული დენიელ გრინი პოპულარული Daily mail-ისთის საპყრობილეში მიცემულ ინტერვიუში  აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

„ჯეიმს ჯორდანის სიკვდილთან მე არაფერი მაკავშირებს. ციხე, ეს ის ადგილია, სადაც ყოფნას არავის არ ვუსურვებ, მითუფრო უდანაშაულო ადამიანებს“ – ციტირებს უცხოური ტაბლოიდი გრინის სიტყვებს.

ის გამოტყდა, რომ მეორე ბრალდებულს ლარი დემერს ცხედრის გადამალვაში ეხმარებოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა თუ გარდაცვლილი მაიკლ ჯორდანის მამა იყო. ჯეიმს ჯორდანის ცხედარს სამართალდამცავებმა გაუჩინარებიდან 11 დღის შემდეგ ჭაობში მიაგნეს.

„მე მისთვის არ მისვრია“ – ამბობს დენიელ გრინი.

 

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად კალათბურთი