გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

დაჩაგრული გამორჩეულები და უსამართლო ფაქტები

გააზიარეთ

ყურადღება, ლაპარაკობს და უჩვენებს პარიზი. 22 სექტემბრის საღამოს ფეხბურთის მილიონობით გულშემატკივრის თვალ-ყური სიყვარულის ქალაქისკენ იქნება მიპყრობილი. საფრანგეთის დედაქალაქში ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

ექსპერტების ვარაუდით წლევანდელ ცერემონიალს ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს – ლამინ იამალი და უსმან დემბელე. შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ეს ჯილდო სულაც მოჰამედ სალაჰმა ან ვინმე სხვამ მოიგოს. ამას სულ მალე გავიგებთ, მანამდე კი იმ ფეხბურთელებზე ვთქვათ, რომლებიც  დემბელეს და იამალს თავის დროზე თუ არ აღემატებოდნენ არც არაფრით ჩამოუვარდებოდნენ, თუმცა მათ კოლექციაში ოქროს ბურთი არ მოიძებნება.

ყველაზე გასაკვირი ალბათ ანდრეს ინიესტას ამ პრესტიჟული ჯილდოს გარეშე დარჩენაა. ახლო წარსულში ესპანელი ვარსკვლავი ორჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა, შუალედში 2010 წელს მონდიალის თასიც აღმართა, აღარაფერს ვამბობთ ბარსელონასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე, თუმცა ოქროს ბურთს მაინც ვერ დაესაკუთრა.

აი, იმ 10 გამორჩეული ფეხბურთელების ჩამონათვალიც, რომლებიც ამ აღიარების გარეშე დარჩნენ:

  1. ანდრეს ინიესტა
  2. უიეინ რუნი
  3. ტიერი ანრი
  4. ლუის სუარესი
  5. პაოლო მალდინი
  6. ჩავი
  7. რაული
  8. რობერტ ლევანდოვსკი
  9. ნეიმარი
  10. ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ეს პოპულარული სპორტული ტაბლოიდის Goal.com-ის მიერ შემოთავაზებული სიაა, რომელსაც ძნელია რომ არ დაეთანხმო.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი