გამოგვიწერეთ

ნაკრები

დემირალი: ხვიჩა კვარაცხელია უდიდესი ფეხბურთელია, თუმცა…

გააზიარეთ

საქართველოსა და თურქეთს შორის უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ თურქთა მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ და ერთ-ერთმა ლიდერმა, მეჰმეთ დემირალიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს:

მონტელამ განაცხადა:

„როგორც იცით, ჩვენთან ოთხი მეკარეა და ყველა კარგ ფიზიკურ კონდიციაშია. ვინ დაიწყებს შეხვედრას, ამის წინასწარ თქმა არ მსურს. კარგად მახსოვს, თბილისში იტალიის ნაკრების შემადგენლობაში რომ ვითამაშე, თუმცა ახლა უკვე სხვა ქვეყნის სახელით ვმონაწილეობ. ვარჯიშის გრაფიკთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ დილით გვევარჯიშა. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს გამოსვლას, ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს ბოლო წლებში სერიოზული წინსვლა აქვს და მათთან თამაში ნამდვილად რთული გამოწვევაა“.

იტალიელმა სპეციალისტმა განსაკუთრებულად აღნიშნა არდა გიულერის შესაძლებლობები:

„გიულერის თამაშს მუდმივად ვაკვირდები. მას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია გამოსვლა და მისი გამოყენება კონკრეტულ მატჩზეა დამოკიდებული“.

დემირალმა კი გუნდის განწყობაზე ისაუბრა:

„ჩვენ კოლექტივში ძალიან პოზიტიური ატმოსფეროა. ორ მოთამაშეს შორის კონფლიქტზე არაფერი გამიგია. ხვიჩა კვარაცხელია უდიდესი ოსტატობის ფეხბურთელია, თუმცა ჩვენ ძლიერი მზადება გავიარეთ და მზად ვართ, მასთან და მთლიანად საქართველოს ნაკრებთან ღირსეულად დავუპირისპირდეთ“.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ნაკრები