გამოგვიწერეთ

ნაკრები

კაშია: “მსოფლიო ჩემპიონატზე თუ გვინდა, ეს უნდა გავაკეთოთ”

გააზიარეთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს საქართველო ოთხ სექტემბერს, დინამო არენაზე, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.

მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ:

“სანაკრებო შეკრებაზე დროში სულ შეზღუდული ვართ. სამშაბათს ძალიან დატვირთული ვარჯიში იყო, ბევრი ტაქტიკური ნიუანსით. ძალიან კარგად ვივარჯიშეთ და ეს ფეხბურთელებს აუცილებლად დაგვეხმარება.

თურქეთთან ევროპის ჩემპიონატზე კარგად ვითამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ, დავმარცხდით. ახლა შეცომებზე ვისწავლით და მეტი შემრთებით ვიქნებით, თანაც საკუთარი გულშემატკივრების წინაშე.
სამწუხაროა, ორი ასეთი მნიშვნელივანი ფეხბურთელი რომ დაგვაკლდა. ისინი დიდი ძალა არიან, მაგრამ იმედიანად ვართ განწყობილნი, მათი არყოფნა არ დაგვეტყობა. კიტეიშვილითა და მის გარეშე ორი სხვადასხვა გუნდი ვართ. როგოც ვთქვი, კარგად მოვემზადეთ და იმედია, დანაკლისი
შედეგზე უარყოფითად არ აისახება.

რა თქმა უნდა, ჩვენი ძალიან რთული ჯგუფი რეალურად უნდა შევაფასოთ. ესპანეთის ნაკრები ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეა, მასთან 7 თუ 8 შეხვედრა ჩავატარე და ესპანელებთან ქულები არ დაკარგო, რთულია. მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში თუ გვინდა, თურქებს და ბულგარელებს უნდა მოვუგოთ. მნიშვნელოვანიაზ როგორ დავიწყებთ, თურქეთის ნაკრების დამარცხების გვჯერა, თამაშის მერე ჯგუფიდან გასვლის შანსებზე მეტი გვეცოდინება.

სამაგალითო გულშემატკივრები გვყავს, გამსაკუთრებით “ქომაგები”. გაგვამხნევონ და ჩვენ ვეცდებით, საუკეთესო თამაში ჩავატაროთ და ისინი გავახაროთ.”, – განაცხადა მან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები