
საყოველთაოდ მიღებული წესია, რომ ამხანაგურ მატჩებს გუნდები ან მოსამზადებლად იყნებენ, ანაც სიღრმეების სანახავად. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს არანაირი მოსამზადებელი ეტაპი არ გააჩნია და ივნისის სანაკრებო ფანჯარა სწორედ სიღრმეების სანახავად უნდა გამოეყენებია. თუმცა, ვილი სანიოლი მხოლოდ იმ ფეხბურთელებს ენდობა, რომელიც იცის. არ ვართ დარწმუნებული, რომ ფრანგი სპეციალისტი რამე ახლის ძიებაში იყოს.
ამის დასტურია თუნდაც ის, რომ რუმინეთის ნაკრები თბილისში 31 ფეხბურთელით ჩამოდის, ხოლო სანიოლი ადგილზე 26 ფეხბურთელს ახვედრებს. აქედან ერთს ვაცილებთ… რუმინელები სწორედ სიღრმეებს ეძებენ, რასაც ვერ ვატყობთ ჩვენი გუნდის თავკაცს.
მარტის სანაკრებო ფანჯრის დროს მარჯვენა მცველის პოზიციაზე გიზი მამაგეიშვილი მოისინჯა. კი ბატონო, მშვენივრად გაართვა თავი მოვალეობას, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება – ტრავმა, დისკავალიფიკაცია (ამასთან ბარათების თვლა გვიჭირს), ვირუსი და სხვა ფაქტორები. თუმცა, სანიოლის გამოძახებულთა შორის ნომინალურ მარჯვენა მცველს ვერ ვხედავთ. ვფიქრობთ, უკეთესი იქნებოდა მწვრთნელს მეტი სიღრმე ენახა და ამ პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი მოესიჯა. მაგალითად, ცოტნე კაპანაძე, ან გიორგი მაისურაძე. მით უფრო, რომ ორივე მათგანს აქვს სათამაშო პრაქტიკა და ბოლო ტურებში საგოლე პასებიც გააკეთეს.
იმავეს ვიტყოდით ცენტრალურ მცველებზე. გურამ კაშიას საქართველოს ნაკრებში დამსახურება ნამდვილად აქვს, მაგრამ მისი გაცილება სამოქალაქო ტანსაცმელშიც შეიძლებოდა და არა ნაკრების მაისურით. მითუმეტეს, მარტის სანაკრებო პაუზის დროს გუნდთან ერთად უკვე აღარ იყო. წინა სანაკრებო ფანჯრის დროს სანიოლიმ დაცვის ცენტრში ილია ბერიაშვილი და გიორგი გადრანი მოსინჯა. შესაძლოა, მისთვის ეს დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ამჟამადაც შეიძლებოდა რამდენიმე ფეხბურთელის მოსინჯვა – თორნიკე ძოწენიძე და ალექსანდრე ნარიმანიძე.
არ ვამბობთ, რომ ჩვენს მიერ დასახელებული ფეხბურთელები საქართველოს ნაკრების დაცვაში ყველა პრობლემას მოხსნიდა, მაგრამ საუბარი გვაქვს სიღრმის ძიებაზე, რათა მოკლე სათადარიგოთა სკამი არ გვქონდეს. ჩვენც და გულშემატვრებიც ვნახავდით ვის რა შეუძლია. გარდა ამისა, ფეხბურთელებს აქვთ განსხვავებული სათამაშო სტილი, რომელიც შესაძლოა კონკრეტულ მეტოქესთან თუ მეტოქეებთან გამოიყენო, რადგან როგორც ფეხბურთელებს, ისე გუნდებსაც აქვთ განსხვავებული სათამაშო სტილი და ტაქტიკაც შესაბამისი უნდა ააგო. ისედაც მწირი რესურსის ხელში ვინმეს იგნორირება მართალ გადაწყვეტილებად არ მიგვაჩნია.
მშვენიერი იყო იყო ირაკლი ეგოიანის გამოძახება. ერთი, მართლაც კარგი სეზონი ჰქონდა, მეორეც – სწორედ ეს არის ძიება. თუმცა, ეგოიანის თამაში რუმინეთთან უფრო უპრიანი იქნება, ვიდრე – ბაჰრეინთან. ფეხბურთელის საქმეში ნახვა უფრო ძლიერ გუნდთან სჯობს. ჩვენი აზრით, მოედნის ცენტრალურ ნაწილში საინტერესო სანახავი იქნებოდა ქოჩორაშვილი-ეგოიანი-კიტეიშვილის სამეულის ხილვა. ანდა – ქოჩორაშვილი-მექვაბიშვილი-ეგოიანის ტრიო.
ასევე საინტერესო იქნება როგორ ითამაშებს ნაკრები ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე. დიდი ალბათობით, ხვიჩა რუმინეთთან არ ითამაშებს, რადგან 30 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქვს. სანიოლის მის ფლაგნზე არჩევანი ნამდვილად აქვს: ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი კვერნაძე…
და მთავარი… სწორედ ხვიჩას არყოფნაში უნდა გამოჩნდეს რა რესურსი აქვს საქართველოს ნაკრებს და როგორ გაართმევს თავს ლიდერის გარეშე თამაშს მთავარი მწვრთნელი. სწორედ ახლა უნდა გამოჩნდეს სანიოლის მარიფათი…
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 1 საათის agoრატომ არ ეძებს სიღრმეებს სანიოლი
გააზიარეთსაყოველთაოდ მიღებული წესია, რომ ამხანაგურ მატჩებს გუნდები ან მოსამზადებლად იყნებენ, ანაც სიღრმეების სანახავად. ამ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 2 საათის ago20 წლამდე ნაკრები ჩილესთან რვა ცვლილებით ითამაშებს
გააზიარეთუმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის მეორე შეხვედრას ხვალ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
Uncategorized
/ 7 საათის agoქართული კლასიკო ტორპედომ მოიგო
გააზიარეთკრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-15 ტურის პირველ დღეს ორი მატჩი გაიმართა. ცხადია, მთავარი ჯახი ქართული...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი