გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

დემჩენკო: ბათუმის დინამოში ბიუჯეტი მეტი იყო, ვიდრე ჟენისშია

გააზიარეთ

ანდრეი დემჩენკო ქართულ ფეხბურთში პირველად 2021 წელს გამოჩნდა, როცა გორის დილას წვრთნა დაიწყო. მისი ხელმძღვანელობით გუნდი კონფერენსლიგის მესამე ეტაპამდე მივიდა, რაც ბოლო წლებში ევროპულ ასპარეზზე ერთ-ერთ თვალსაჩინო მიღწევად დარჩა.

შემდეგ გამოცდილება ბათუმის დინამოსთან ჰქონდა. დემჩენკომ გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახადა, თუმცა 2024 წლის ოქტომბერში კლუბთან კონტრაქტი შეწყდა.

ამჟამად 47 წლის სპეციალისტი ყაზახეთის ჟენისს ხელმძღვანელობს. კლუბი, რომელიც სეზონის დაწყებისას აუტსაიდერის როლში იყო, ბოლო 10 მატჩში არ დამარცხებულა და ლიგის ცხრილში მეშვიდე პოზიციას ინარჩუნებს.

მწვრთნელმა lelo.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა:

“ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი პრობლემა მარტო ფინანსები არ არის. ბათუმის დინამოს ბიუჯეტი ბევრად მაღალი იყო, ვიდრე ახლა გვაქვს ჟენისში, მაგრამ აქ ნელ-ნელა ფეხბურთის ხარისხზე ვმუშაობთ და შედეგსაც ვიღებთ.

ლიდერებისთვის ჩვენთან თამაში რთულია. ჩვენ ზოგიერთ მატჩში ბურთის ფლობას 75%-მდე ავცდით. მთავარია პრესინგის სისტემის ცოდნა და სწორი გამოყენება. საქართველოში ბევრმა კლუბმა ეს ვერ შეძლო, ამიტომაც დილა პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ გუნდებს.

თანამედროვე ფეხბურთი პრესინგზეა დაფუძნებული – განსხვავებულ სისტემებს იყენებ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გუნდმა ყველა ვარიანტი უნდა იცოდეს. ჩემი ყველა გუნდი სწორედ ამ ნასწავლი პრინციპებით თამაშობდა. ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, რა გააკეთონ ბურთითაც და უბურთოდაც. სწორედ ეს უპირატესობა აქვთ ევროპელებს პოსტსაბჭოურ გუნდებთან.”, – თქვა დემჩენკომ.

წყარო: lelo.ge

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ფეხბურთი