გამოგვიწერეთ

ძიუდო

ილია სულამანიძე გრან-სლემის ჩემპიონია – 3 ქართული მედალი ლოზანადან

გააზიარეთ

ილია სულამანიძემ შვეიცარიაში მიმდინარე ჯუდოს გრან-სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.
100-კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ჯუდოკამ ფინალურ ორთაბრძოლაში ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა ვაზარის უპირატესობით დაამარცხა.

სულამანიძემ საჩემპიონო გზა შესანიშნავად გაიარა.
ილიამ პირველ წრეში ნიდერლანდელ მაიკლ კორელს იპონით სძლია.
ქართველმა მეორე ბრძოლა უზბეკ ტულკინბეკ ტურდიევს ვაზარით მოუგო.
1/4 ფინალში ილია სულამანიძემ გამარჯვება იაპონელ ტეტა ჰამადასთან იზეიმა. მან ამომავალი მზის ქვეყნის შვილი ტატამიზე იპონით გააკრა.
1/2 ფინალში კი ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე საიდ სადრუდინოვი დააიპონა.

დღეს, ლოზანას გრან-სლემზე ბრინჯაოს მედალი გურამ თუშიშვილმა მოიპოვა.

ქართველებმა შვეიცარიის ტურნირზე ჯამში 3 მედალი აიღეს.
გრან-სლემის ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე გახდნენ.
ბრინჯაოს მედალი გურამ თუშიშვილმა დაისაკუთრა.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ძიუდო