გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ლაშა დვალის წარმატებული დებიუტი

გააზიარეთ

წარმატებული გამოდგა ლაშა დვალის დებიუტი ბულგარეთის ჩემპიონატში. ბევრს ალბათ კი გეცოდინებათ,  მაგრამ შეხსენებისთვის ვიტყვით, რომ ქართველი მცველი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე კვიპროსული აპოელიდან, სადაც სამი წლის მანძილზე თამაშობდა თავისუფალი აგენტის სტატუსით სოფიას ცსკა-ს შეუერთდა.

ჰოდა, 30 წლის ქართველმა ფეხბურთელმაც ახალი გუნდის რიგებში სადებიუტო მატჩში თავი გამოიჩინა. არა, გოლის გატანას არ ვგულისხმობთ, თუმცა საგოლე გადაცემა კი მიითვალა და გუნდს სოფიის დერბიში შინაურ კედლებში სლავიასთან გამარჯვებაში დაეხმარა. მატჩის მე-16 წუთზე, სწორედ ლაშა დვალის ასისტით ელიას ფრანკომ ანგარიში გახსნა, ხოლო საბოლოოდ ცსკა-მ მეტოქეს 3:1 აჯობა.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ლეგიონერები