გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მიქაუტაძის გოლი, ბრინჯაო და ოქროს ბუცი

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ სეზონი გოლით, ბრინჯაოს მედლითა და ოქროს ბუცით დახურა.

ჩვენებურის ვილიარეალი ლა ლიგის ბოლო ტურში მადრიდის ატლეტიკოს მასპინძლობდა. მესამე ადგილის ბედი წყდებოდა და ეს უკეთ ჩვენებურის გუნდს გამოუვიდა – ვილიარეალმა 5:1 მოიგო.

ანგარიში პარეხომ გახსნა – 11 მეტრიდან შეაგდო; მერე პერსმა თავადაც გაიტანა და მიქაუტაძესაც გაატანინა. ქართველ შემტევს მოხდენილი გოლი გამოუვიდა; პუბილმა ერთი კი გაქვითა, მაგრამ გიემ იქვე ლაპამაზი გოლით უპასუხა.

ეს ყველაფერი პირველ ტაიმში მოხდა. მერე პერესმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ცუდი ის არის, რომ გიორგიმ მატჩის ბოლოს ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებს უნდა შეუერთდეს და ტრავმის სიმძიმე უცნობია.

მატჩის შემდეგ გიორგი მიქაუტაძე კლუბში ბომბარდირობისთვის „ოქროს ბუცი“ მიიღო.

ჟორჟრმა ლა ლიგაში არასრული სეზონი ჩაატარა, რადგან ჩემპიონატი ლიონში დაიწყო (1 გოლი) ვილიარეალში გააგრძელა. ქართველმა 32 მატჩში 13 გოლი გაიტანა, ხოლო ექვსჯერ თანაგუნდელებს გაატანინა. 13 გოლი ლა ლიგაში მე-11 შედეგი აღმოჩნდა; ასევე მე-11 ადგილზე გავიდა ექვსი გაკეთებული საგოლე პასით; ხოლო ჯამში, სოსიედადელ ოიარსაბალთან ერთად, მეხუთე მაჩვენებელი.

ესპანეთსა და საფრანგეთს თუ შევკრიბავთ, ვნახავთ რომ, მიქაუტაძემ TOP-ლიგებში ქართველთა მიერ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობა ერთით გაამჯობესა.

ვილიარეალმა კი, არსებობის ისტორიაში მესამედ აიღო მედალი, მანამდე ორჯერ მეორე ადგილზეც გასულან.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ლეგიონერები