გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ლიონში განმარტეს, რატომ ვერ შეინარჩუნეს გიორგი მიქაუტაძე

გააზიარეთ

ლიონის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ გერლინგერმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე კომენტარი გააკეთა და გიორგი მიქაუტაძის გაყიდვის მიზეზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე გუნდი იძულებული იყო, მინიმუმ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გაეშვა, რათა მომდევნო სეზონისთვის ბიუჯეტი გაეძლიერებინა.

„რეალობა ასეთია – გვჭირდებოდა სოლიდური შემოსავალი და ამ პირობებში გიორგი მიქაუტაძის შენარჩუნება შეუძლებელი გახდა. მასთან ერთად არჩევანი ფოფანაზეც იდგა, თუმცა საბოლოოდ სხვა გზა არ გვქონდა,“ – აღნიშნა გერლინგერმა.

ლიონის ხელმძღვანელობამ ორივე ფეხბურთელთან პირდაპირი საუბარი გამართა. მენეჯერის განმარტებით, ფოფანამ კლუბს განუცხადა, რომ კონკრეტული გეგმების გარეშე თავის წასვლას არ განიხილავდა. სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე კი უკვე ნათელი იყო, რომ მინიმუმ ერთი სეზონით კიდევ დარჩებოდა.

გიორგი მიქაუტაძემ კარიერა ვილიარეალში გააგრძელა. ტრანსფერის საფასურმა 36 მილიონი ევრო შეადგინა. ქართველმა თავდამსხმელმა ახალ გუნდში 9-ნომრიანი მაისური აირჩია და მისი დებიუტი 13 სექტემბერს მადრიდის ატლეტიკოსთან არის დაგეგმილი. სამი დღით მოგვიანებით, ჩემპიონთა ლიგაზე, ვილიარეალს ტოტენჰემი ელოდება.

ლა ლიგაში მარსელინოს გუნდმა სეზონი წარმატებით დაიწყო – სამ ტურში 7 ქულა აქვს მოპოვებული.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ლეგიონერები