გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

სვანაძე ლონდონელებს – მიეცით ანდრიას ბურთი

გააზიარეთ

ლონდონის არესნალმა ოფიციალურად დაადასტურა ტრანსფერი, რომლის შესახებაც საუბარი დიდი ხანი მიმდინარეობა – ანდრია ბართიშვილი პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ითამაშებს.

ბართიშვილმა, რომელიც ფოთის კოლხეთის საკუთრებაა და იჯარით თბილისის იბერიაში ირჯება, არსენალში სამედიცინო შემოწმება გაიარა და წინასწარ შეთანხმებას ხელი მოაწერა. 17 წლის ქართველი ტალანტი ინგლისურ კლუბს მას შემდეგ შეუერთდებს, რაც 18 წელი შეუსრულდება. ეს კი, 2027 წლის 30 მარტს მოხდება.

აი, რა წერია ჩრდილო ლონდონური კლუბის განცხადებაში:

„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ წინასწარ შევთანხმდით ქართველი შემტევის ანდრია ბართიშვილის ჩვენს კლუბში 2027 წლის ივლისში გადმოსვლასთან დაკავშირებით. 17 წლის ფეხბურთელი, რომელიც ლონდონში გადმობარგების მომენტში უკვე 18 წლის იქნება, გარემარბისა და შემტევი ნახევარმცველის პოზიციებზე გამოდის. ამჟამად ანდრია იჯარით იბერია 1999-ის ღირსებას იცავს, რომელიც საქართველოს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს – უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე მისი კლუბი კოლხეთი 1913.

ყველანი მოუთმენლად ველით არსენალში მომავალ ზაფხულს ანდრიას ჩამოსვლასა და წარმატებებს ვუსურვებთ სეზონის დარჩენილ ნაწილში, იბერია 1999-სთან ერთად.

გარიგება ძალაში შევა ყველა აუცილებელი ადმინისტრაციული პროცედურის დასრულების შემდეგ“.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაქტი ხუთწლიანი, „მეთოფეები“ კი, ფოთის კოლხეთს 4,5 მილიონ ევროს გადაუხდიან.

ბრიტანელებმა ბართიშვილის შესახებ ინფორმაციები მრავლად მოიძიეს. ერთ-ერთი გამოცემა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს დაუკავშირდა და ქართველ ტალანტზე ესაუბრა. თუმცა, ქართველი სპეციალისტი ბრიტანელებს სხვა თემებზეც ესაუბრა.

რამაზ სვანაძე:

„ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის, აუცილებელად უნდა გაუმჯობესებულიყო ინფრასტრუქტურა, რომელიც 2016 წლამდე სავალალო მდგომარეობაში იყო. ბუნებრივია, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას ეს ხელს უშლიდა. სრულფასოვნად განვითარებისა და ნიჭის სრულად გამოვლენისთვის, სათანადო ინფრასტრუქტურა აუცილებელია. მოედნები, საწვრთნელი ბაზები და ა.შ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ჩვენი პროექტები.

ბავშვთა ფეხბურთის განვითარება და ფეხბურთში ჩაბმული ახალგაზრდების რაოდენობის ზრდამ შედეგი უკვე მოიტანა. შეხედეთ ბოლოდროინდელ შედეგებს, ციფრებს: იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც დღეს საქართველოში ფეხბურთს თამაშობენ, თითქმის ხუთჯერ გაიზარდა…

ჩვენ ვუმასპინძლეთ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს – ევრო 2023-ს, რომელიც ფასდაუდებელი გამოცდილება იყო როგორც მწვრთნელებისთვის, ისე – ფეხბურთელებისთვის. ეს იყო მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების კუთხით, რამაც ახალგაზრდებს საშუალება მისცა, პირადად გამოეცადათ ის, რასაც მანამდე ტელევიზორში, სხვა გუნდების თამაშებისას უყურებდნენ. ხოლო იმისთვის, რათა საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასულიყო, მატჩებს უამრავი ადამიანი ესწრებოდა, დანარჩენი კი, ლამის მთელი ქვეყანა, თამაშებს თვალს ტელევიზორში ადევნებდა. აქ საქმე მხოლოდ გუნდის შედეგებს არ შეეხებოდა. ამ ტურნირმა ქართული ფეხბურთის ახალ ვარსკვლავებს საერთაშორისო არენაზე თავის წარმოჩენის საშუალება მისცა…

ხვიჩა კვარაცხელია მაშინ უკვე ადგა იმ გზას, რომელმაც აქცია იმ მოთამაშედ, რომელიც დღეს არის, მაგრამ იყვნენ სხვა ფეხბურთელებიც: ლივერპულის ამჟამინდელი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, ვილიარეალის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი კარიერაში კარიერაში და ისინი იმ ვარსკვლავებად აქცია, რომლებსაც დღეს ქართველი ბავშვები ბაძავენ. დღეს ისინი აღარ შენატრიან ბრაზილიელ თუ გერმანელ ვარსკლავებს, არამედ ოცნებობენ, გახდნენ ახალი კვარაცხელია თუ მამარდაშვილი…

მართალია, ბართიშვილი ახალგაზრდულ ნაკრებში ბართიშვილი სულ რამდენჯერმე მივიწვიეთ, მაგრამ ამ ფეხბურთელზე თვალი ბავშვობიდან გვეჭირა. ჩვენი ვფლობთ სრულ ინფორმაციას, სტატისტიკასა და ფსიქოლოგიურ პროფილს 15 წლამდე ასაკის თითოეულ ნიჭიერ მოთამაშეზე…

საქართველოს ნაკრებების მწვრთნელებმაც კარგად იციან ბართიშვილის შესახებ. ყველამ ვიცით, თუ როგორი განსაკუთრებული ტალანტია და რა შეუძლია მოედანზე. ანდრიას თამაშის მიმდინარეობის შეცვლა ნამდვილად შეუძლია. აქვს ბურთის ფლობის ინდივიდუალური უნარები, რაც თანამედროვე ფეხბურთში სულ უფრო იშვიათია. იბრძვის ბურთისთვის, ცდილობს მეტოქის მოტყუებას, დრიბლინგისთვის კი, როგორც კვარაცხელია, ისიც საკუთარ ტექნიკურ უნარებს იყენებს.

გარდა ამ უნარებისა, წარმატების მიღწევაში ფსიქო-ემოციური პროფილიც ეხმარება. მისთვის სულერთია, რომელი გუნდისა თუ ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაშობს. უბრალოდ, მიეცით ბურთი და უფლება, რათა საკუთარი საქმე აკეთოს…

თუმცა, ისიც უნდა გაითავისოს, რომ თანამედროვე, უმაღლესი დონის ფეხბურთში, განსაკუთრებით კი ინგლისურში მისვლა, ძალიან დიდი ნაბიჯია. თუმცა, მისი განვითარების გეგმაზომიერად გაგრძელებასაც სათანადო მიდგომა სჭირდება.

ანდრიას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ უმაღლეს დონეზე წარმოჩინდეს. თავადაც ეს სურს. არსენალის მთავარ გუნდში და უმაღლეს დონეზე თამაში სურს. რა თქმა უნდა, ეს ბევრი ფეხბურთელის სურვილია, მაგრამ თუკი ასევე გააგრძელებს, ბართიშვილს ასევე აქვს ნიჭი და ფსიქოლოგიური განწყობა, რათა დასახულ მიზანს მიაღწიოს…

ქართულ და ინგლისურ ფეხბურთს შორის განსხვავება უდიდესია. თამაშის სტილითა და ინტენსივობით, ინგლისური ფეხბურთი სპეციფიკური სამყაროა და ევროპის ლიგების უმეტესობისგანაც განსხვავებულია. არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, როდესაც ახალგაზრდა ტალანტები დიდ ნახტომს აკეთებენ, მაგრამ შემდეგ იკარგებიან და თავიანთი ამბიციების რეალიზებას სრულად ვეღარ ახერხებენ. მაგრამ როდესაც წინადადებით ისეთი კლუბი მოგმართავს, როგორიც არსენალია, ძალიან რთულია თქვა – არა. ყველაფერი მაინც მოთამაშეთა ნიჭისა და ამბიციებზეა დამოკიდებული, ანდრიას კი ერთიცა და მეორეც უხვად აქვს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ ეს მისთვის გამართლებული ნაბიჯი იქნება…

იმისთვის, რომ შესაბამისი ასაკის მიღწევის შემდეგ, დიდების ფეხბურთში ავიდეს, გეგმაზომიერი მუშაობა დასჭირდება. ყველაფერი კი მასზე იქნება დამოკიდებული, როგორც მოიქცევა მოედანსა და მის მიღმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად შეეგუოს პროფესიონალი ფეხბურთელის ცხოვრებას. და თუ ამას მოახერხებს, ყველა პირობა ექნება წარმატების მისაღწევად“.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები