გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

როგორ დაემშვიდობა ვახტანგ სალია დინამო თბილისს?

გააზიარეთ

დინამო თბილისის აკადემიის კიდევ ერთი აღზრდილი, 17 წლის ვახტანგ სალია ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ ნიუკასლ იუნაიტედში გადავიდა.

ახალგაზრდა ნახევარმცველმა თავის სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მშობლიურ კლუბს, თბილისის დინამოს დაემშვიდობა:

„დადგა მომენტი, როდესაც ჩემს მშობლიურ კლუბს უნდა დავემშვიდობო. ეს ადვილი არაა, თუმცა ვიცი, რომ ეს ფეხბურთის ნაწილია და წინ ჩემი კარიერის ახალი ეტაპია.

დინამოში დიდი დრო გავატარე – აკადემიის თითქმის ყველა ასაკობრივი გუნდის შემდეგ, პირველი გუნდის ფორმაც მოვირგე და პროფესიონალ ფეხბურთელად სწორედ აქ ჩამოვყალიბდი. არასდროს დამავიწყდება ჩემი სადებიუტო გოლი, რომელიც ტორპედოს კარში გავიტანე.

ყველაფერი რაც ახლა ვიცი ამ კლუბში ვისწავლე, ამიტომ ძალიან მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის ვისაც ამ გზაზე შევხვდი – მწვრთნელების, თანაგუნდელების, ხელძღვანელობის, პერსონალის და გულშემატკივრების.

ვიცი, რომ წინ დიდი გზა მელის და მზად ვარ, რომ ყველაფერი გავიღო რათა წარმატებას მივაღწიო. გემშვიდობებით, მაგრამ მჯერა, რომ მომავალში აუცილებლად შევხვდებით,“ – აღნიშნა სალიამ.

ვახტანგ სალიამ დინამო თბილისის ძირითადში მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ლეგიონერები