გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ცნობილია – რომელმა ქართველმა ურჩია უდინეზეს გოგლიჩიძე

გააზიარეთ

21 წლის ქართველი მცველი, საბა გოგლიჩიძე ოფიციალურად წარადგინეს სერია A-ს კლუბ უდინეზეში.

იტალიური გუნდის ხელმძღვანელობამ ქართველი მცველის ტრანსფერზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა. კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ფრანკო კოლავინომ, ახალწვეულზე ისაუბრა:

“გოგლიჩიძე ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად უკვე სოლიდურ გამოცდილებას ფლობს. მან მთელი სეზონი ემპოლის ძირითადი შემადგენლობაში გაატარა და საქართველოს ნაკრების წევრია. ფიზიკურად ძალიან ძლიერია, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს დაცვის ხაზს მნიშვნელოვნად გაამყარებს. მასში დიდ მომავალს ვხედავთ და გვჯერა, რომ გუნდს სარგებელს მოუტანს.”

კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ჯანლუკა ნანიმ, ტრანსფერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც აღნიშნა. მისი თქმით, ფეხბურთელის შეძენაში გიორგი ჩაკვეტაძის რჩევამ დიდი როლი ითამაშა:

“საბა გუნდში გიორგი ჩაკვეტაძის რეკომენდაციის შემდეგ მოვიწვიეთ. ჩაკვეტაძემ როგორც პროფესიონალ, ასევე პიროვნულ მხარეზე ძალიან პოზიტიურად დაგვიხასიათა.”

ცნობილია, რომ უდინეზე და ინგლისური უოტფორდი ერთი მფლობელის ქვეშ არიან, რის გამოც ამ ორ კლუბს შორის თანამშრომლობა მჭიდროა.

გოგლიჩიძემ ახალ კლუბთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მისმა დებიუტმაც არ დააყოვნა — იტალიის თასზე კარარეზესთან შეცვლაზე შევიდა. სერია A-ში პირველი შეხვედრა კი 25 აგვისტოს შედგება, როდესაც უდინეზე ვერონას შეხვდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ლეგიონერები