გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გიორგი ჩაკვეტაძე სერია A-ს უახლოვდება

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე ახლოს არის კარიერა სერია A-ში გააგრძელოს. ბრიტანული მედიის ცნობით, ჩვენებური უოტფორდს დატოვებს და უდინეზეში ითამაშებს. ჩვენი ინფორმაციით კი, ფეხბურთელის აგენტი უკვე იტალიაშია და მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც ცნობილია, უოტფორდსა და უდინეზეს ერთი მფლობელი ჰყავს. ჩაკვეტაძეს აღარ სურს ჩემპიონშიფში კიდევ ერთი სეზონის გატარება და ტოპ-ლიგაში თამაშს განიხილავს. საამისოდ კი, უდინეზე გამოჩნდა.

ჩაკვეტაძე უოტფორდს 2023 წელს შეუერთდა და 107 მატჩში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა. თითქოს კარგი შედეგი არ არის, მაგრამ გიორგი გუნდის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყო.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძეს ასევე უთამაშია დინამო თბილისში, გენტში, ჰამბურგსა და სლოვანში.

გეტყვით იმასაც, რომ უოტფორდიდან უდინეზეს უბრუნდება საბა გოგლიჩიძეც, ვისაც საიჯარო ხელშეკრულება 30 ივნისს გაუვიდა. შესაბამისად, დიდი შანსია მომავალ წელს იტალიურ კლუბში ორ ქართველ ფეხბურთელს ერთად ვიხილავთ.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები