გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

სათადარიგოთა ჩრდილში

გააზიარეთ

ლუკა გუგეშაშვილის ტრანსფერი სალონიკის პაოკში ქართულ ფეხბურთში დიდი იმედებითა და ოპტიმიზმით აღიქმებოდა. ყველა ფიქრობდა, რომ ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა საბერძნეთში ახალ საფეხურზე გადავიდა. თუმცა, სეზონის პირველი თვეების შემდეგ სურათი სრულიად განსხვავებულია.

26 წლის მეკარემ, რომელიც პანსერაიკოსის ღირსებას შთამბეჭდავად იცავდა, ახალ კლუბში ჯერ ვერ დაიმკვიდრა თავი. გუგეშაშვილი ამ დროისთვის მხოლოდ ერთ ოფიციალურ შეხვედრაში გამოვიდა მოედანზე — საბერძნეთის თასზე, სადაც პაოკი მოულოდნელად ლევადიაკოსთან 1:4 დამარცხდა და გათამაშებას ნაადრევად გამოეთიშა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ ქართველი გოლკიპერი გუნდის განაცხადშიც კი იშვიათად ხვდება.

პაოკის მთავარი მწვრთნელი, რეზვან ლუჩესკუ, ძირითადად ჩეხ მეკარეს, ირჟი პავლენკას ენდობა, ხოლო მეორე ნომრად ბერძენი ანტონიოს ციფცისია. შესაბამისად, გუგეშაშვილი ფაქტობრივად მესამე არჩევანი გახდა და სეზონის დაწყებიდან მოყოლებული არც სუპერლიგაში და არც ევროპალიგაზე არ უთამაშია.

ბერძნული მედიის ცნობით, კლუბში გარკვეული დაძაბულობაც შეინიშნება — იუწყებიან, რომ გუგეშაშვილის ტრანსფერი უფრო კლუბის მენეჯმენტის ინიციატივა იყო, ვიდრე ლუჩესკუს სურვილი. ამიტომაც, მწვრთნელი ქართველ მეკარეს სათამაშო პრაქტიკას არ აძლევს.

ლუკას ამჟამად მოქმედი კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს პაოკთან, თუმცა დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ის გუნდის შეცვლას შეეცდება. თავად ფეხბურთელი გარემოცვასთან საუბარში აღნიშნავს, რომ მას რეგულარული თამაში სჭირდება – განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ის საქართველოს ნაკრების განაცხადში ხშირად ხვდება.

გუგეშაშვილს ეროვნულ ნაკრებში ამ დროისთვის ორი ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული და ოქტომბრის სანაკრებო თამაშებზე კვლავ ვილი სანიოლის განკარგულებაში იმყოფება.

თუ პაოკ-ში სიტუაცია არ შეიცვალა, დიდი ალბათობით, ზამთარში ლუკას კარიერაში ახალი თავგადასავალი დაიწყება – ისეთ კლუბში, სადაც მას ნდობას გამოუცხადებენ და სათამაშო დროის დაბრუნების შანსსაც მისცემენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ლეგიონერები