გამოგვიწერეთ

ძალოსნობა

სამივე სინჯი ევროპის ჩემპიონატიდან

გააზიარეთ

ალბანეთში, ახალგაზრდული, კონკრეტულად კი 20 და 23  წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრების წევრმა  გიგა ოდიკაძემ (60კგ), რომელმაც  სამივე სინჯის მედალი მოიპოვა.

ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა ატაცში 118 და 121 კგ დაიმორჩილა და ამ დისციპლინაში ევროპის ჩემპიონი გახდა.

რაც შეეხება აკვრას, ოდიკაძემ  137, 142 და 145 კგ-ს დაძლია და ამ მაჩვენებლით  ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ორჭიდის ჯამში ნაჩვენები 266 კგ-ით კი  ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

საქართველოს 20 და 23-წლამდე ძალოსანთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ავთანდილ გახოკიძის ხელმძღვანელობით ასპარეზობს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ძალოსნობა