გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ტერნერი: “ბითაძე ინდიანაში მისი წყალობით ათამაშდა”

გააზიარეთ

2019 წლის დრაფტზე გოგა ბითაძე პირველი რაუნდის მე-18 პიკად ინდიანა პეისერსმა აიყვანა. მას შემდგომ, ქართველ ცენტრს ინდიანაში დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, რის გამოც ორლანდო მეჯიქს მიაშურა.

ახლა ინდიანა ფინალშია და ოკლაჰომას სერიაში 0:1-ს ამარცხებს. რიკ კარლაილის გუნდის ძირითადმა ცენტრმა და ერთ-ერთმა ლიდერმა მაილს ტერნერმა ტაირის ჰალიბარტონზე ისაუბრა და ამ კონტექსტში გოგა ბითაძეც ახსენა:

“ჰალიბარტონის გადმოსვლისთანავე ვიცოდი, რომ ის განსაკუთრებული იყო. ვუყურებდი, როგორ თამაშობდა ის გოგა ბითაძესთან ერთად. გოგა ჩვენთან მესამე ცენტრად ითვლებოდა, ხოლო როცა შანსი მიეცა, ტაირისის წყალობით გიჟური შედეგების დადება დაიწყო. ახლა ბითაძე ორლანდოშია და საკმაოდ კარგად გამოიყურება”, – განაცხადა ტერნერმა.

შეგახსენებთ, რომ ტაირის ჰალიბარტონი ინდიანაში საკრამენტოდან აღმოჩნდა, მის სანაცვლოდ კალიფორნიელებმა დომანტას საბონისი მიიღეს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი