გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ქარელი პროგრესს აჩვენებს

გააზიარეთ

რეგიონული ლიგის ბ ჯგუფში ქარელის საფეხბურთო კლუბმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. 14 ტურის შემდეგ გუნდი მეხუთე ადგილზეა 21 ქულით, რაც კლუბის სამწლიან არსებობაში აქამდე არასოდეს მომხდარა.

გუნდი, რომელიც ნულიდან შეიქმნა და აკადემიაც კი არ ჰქონდა, დაარსების პირველ ორ წელს ბოლოსწინა ადგილზე ასრულებდა სეზონს. თუმცა წლევანდელ ჩემპიონატში სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა – ქარელს გამოცდილი ფეხბურთელები, მათ შორის ცენტრალური მცველი ვასილ ქისიევი, დაუმატეს და გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდა.

მიუხედავად ამისა, ქარელი უკეთეს პოზიციაზეც შეიძლებოდა ყოფილიყო. ოთხ შეხვედრაში გუნდმა ბოლო წუთზე გაშვებული გოლის გამო ქულები დაკარგა (2 ფრე და 2 მარცხი), თუმცა ეს გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია. ჯერ კიდევ 12 ტურია დარჩენილი და გუნდი მომავალ თამაშს ორბი 2-თან გამართავს.

დარჩენილ ტურებში ქარელისთვის დიდი შანსია, რათა დაამტკიცოს პროგრესი. კლუბის მიზანი მომავალში უფრო მაღალი ლიგებისკენ სვლაა, რასაც გულშემატკივარი დიდი მოლოდინით ელოდება.

რაც შეეხება რეგიონული ლიგის ბ ჯგუფის სატურნირო ცხრილს, ამჟამად ახალციხის „სამცხე“ ლიდერობს, რომლის მთავარი მწვრთნელიც უჩა სოსიაშვილია.

სულ რეგიონული ლიგის სამი ჯგუფია. პირველ ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ მეოთხე ლიგაში გადადიან, მეორეზე გასულები კი პლეიოფს თამაშობენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი