გამოგვიწერეთ

ნაკრები

შოთა არველაძე: ხვიჩას შეუძლია მატჩის ბედი ასე გადაწყვიტოს

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს თურქეთთან მატჩით ხსნის. ქასიმფაშას მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე მოახლოებულ შეხვედრაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თამაშის მნიშვნელობა ძალიან დიდია.

„ყველა ქვეყანას უნდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს. საქართველომ უკვე მოახერხა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ახლა ჩვენი მიზანი მუნდიალია. ბოლო წლებში ნაკრები მნიშვნელოვნად გაძლიერდა – გუნდი კარგი გვყავს და ფეხბურთელებიც ევროპის წამყვან ლიგებში ასპარეზობენ. გულშემატკივრები საქართველოში გამარჯვებას ელიან, თუმცა ძალიან კარგად ვიცი, წინ რთული დაპირისპირება გველის“, – აცხადებს არველაძე.

მწვრთნელმა გაიხსენა ევროპირველობის ჯგუფური ეტაპის მატჩიც:

„თურქეთთან შეხვედრაში ბევრი ფსიქოლოგიური ფაქტორი მოქმედებდა. პირველად ვთამაშობდით ასეთ დიდ ტურნირზე და ბუნებრივია, ყველა ვფიქრობდით, როგორ დავიწყებდით. სწრაფად გავუშვით გოლი, მერე მეორე ბურთიც მივიღეთ, თუმცა VAR-მა გააუქმა. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და გოლიც გავიტანეთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც წავაგეთ. ჯგუფიდან გასვლა მოვახერხეთ, თუმცა ესპანეთთან დავმარცხდით. მთავარი ის არის, რომ ამ გამოცდილებამ გუნდი მენტალურად სხვა დონეზე აიყვანა და ახლა საქართველო მზადაა“, – ამბობს არველაძე.

მან ყურადღება ნაკრების შემადგენლობაზე გაამახვილა:

„დღეს ნაკრების ბირთვს 16 ფეხბურთელი ქმნის, რომლებიც უკვე წლებია, სტაბილურად თამაშობენ და სეზონში 40-ზე მეტ მატჩს ატარებენ. ადრე სულ სხვა ვითარება იყო – ყოფილა შემთხვევა, უგუნდო ფეხბურთელიც დაუბარებიათ ნაკრებში. ახლა კი თითქმის ყველა ჩვენი მოთამაშე ტოპ ჩემპიონატებშია – ინგლისში, ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში. მხოლოდ ერთი რამ გვჭირდება – ჯანმრთელად შევხვდეთ თამაშებს.“

განსაკუთრებული აქცენტი შოთა არველაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა:

„ხვიჩას შეუძლია, ერთ მოძრაობაში გადაწყვიტოს მატჩის ბედი. ის უკვე ოქროს ბურთის ტოპ 5 პრეტენდენტს შორისაა. წარმოუდგენლად მაღალ დონეზე თამაშობს – იტალიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, საფრანგეთში ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ფინალში ბრწყინვალედ ითამაშა. ასეთ ასაკში ამ დონეზე ყოფნა ძალიან რთულია. ბურთს არ კარგავს, ზედმეტად არ ეხება და ზუსტად ის გადაწყვეტილება გამოაქვს, რაც ყველაზე საჭიროა. ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელმაც რეალურად შეიძლება მარტო მოიგოს შეხვედრა.“

არველაძემ ასევე სხვა ფეხბურთელებზეც ისაუბრა:

„გიორგი მიქაუტაძე შესანიშნავი ფორვარდია, მამარდაშვილი ახლა ლივერპულის კარს იცავს. ქოჩორაშვილი „სპორტინგშია“, ჩაკვეტაძე ინგლისში თამაშობს, კიტეიშვილი შტურმის კაპიტანია და შეუძლია, რამდენიმე პოზიციაზე იასპარეზოს. ზურიკო დავითაშვილმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა.“

სპეციალისტმა  შეხვედრის წინასწარი პროგნოზისგან თავი შეიკავა:

„არ მინდა, წინასწარ სცენარები დავხატო. ერთი რამ კი ვიცი – საქართველოს გამარჯვება ძალიან მინდა, მაგრამ კარგად მესმის, რომ ეს იქნება ურთულესი მატჩი.“

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ნაკრები