გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

შოთა არველაძის პირველი გამარჯვება

გააზიარეთ

თურქეთის სუპერლიგაში არის ასეთი გუნდი ქარაგიუმრიქი, რომელიც საკუთარ მოედანზე ქაშიმფაშას დაუხვდა და 0:1 დამარცხდა. ეს ფაქტი კი იქაური ჩემპიონატის მეხუთე ტურში დაფიქსირდა.

ცხადია, ამ ამბით დიდად არც დავინტერესდებოდით, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – შოთა არველაძე, რომელიც მიმდინარე სეზონიდან ქაშიმფაშას მთავარი მწვრთნელია.

ქართველ სპეციალისტს ქაშიმფაშაში რიხიანი სტარტი ნამდვილად არ გამოუვიდა. მისმა გაწრთვნილმა გუნდმა სამი მარცხის შემდეგ თურქეთის ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმა. ეს კი ასე მოხდა. მატჩის 31-ე წუთზე მასპინძელთა ფეხბურთელმა ავტოგოლი მიითვალა, რაც აღნიშნულ დაპირისპირებაში ერთადერთი აღმოჩნდა.

საგულისხმოა, რომ მატჩის 76-ე წუთზე არბიტრმა მოედნიდან ქაშიმფაშას ფორვარდი გააძევა და შოთა არველაძის გუნდსაც კაცნაკლულს მოუხდა სასურველი შედეგის შენარჩუნება.

მომდევნო ტურში, 17 სექტემბერს, შოთა არველაძის ქაშიმფაშა სამსუნს ესტუმრება.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ფეხბურთი