გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ჩელსიმ ნკუნკუ მოიშორა – გერმანელი სერია ა-ში გადავა

გააზიარეთ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრიდანვე გადაწყვეტილი ამბავი იყო, რომ კრისტოფერ ნკუნკუ ლონდონის ჩელსის დატოვებდა.

გერმანელს ბევრი შეთავაზება ჰქონდა, მათ შორის, მიუნხენის ბაიერნიდანაც, თუმცა რეკორდმაისტერი ჩელსის სატრანსფერო ფასზე ვერ გაურიგდა, ამასობაში კი მისი ტრანსფერი მილანმა დახურა.

ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ როსონერი ნკუნკუს სანაცვლოდ არისტოკრატებს 35 მილიონს + ბონუსებს გადაუხდის, ხოლო თავად ფეხბურთელთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

მილანისთვის ნკუნკუ პირველი ვარიანტი არ ყოფილა. იტალიურ გრანდს ჯერ ვიქტორ ბონიფესის ტრანსფერი ჩაეშალა, შემდგომ კი კონრად ჰარდერის გაფორმება ვერ შეძლო, საბოლოოდ კი გარიგებას ნკუნკუსთან მიაღწია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ტრანსფერები