გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ცნობილია – რა გეგმები აქვს ლივერპულს მამარდაშვილთან დაკავშირებით

გააზიარეთ

გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში ტრანსფერი ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს დადასტურდა, თუმცა ქართველმა მეკარემ კიდევ 1 სეზონი იჯარით ვალენსიაში გაატარა.

ქართველ მეკარეს ესპანეთში Geo Team ეწვია და თავის კარიერაზე ბევრი კითხვა დაუსვა, მათ შორის კი მის მერსისაიდულ მომავალზე:

“როდესაც ლივერპულის მხრიდან ინტერესზე გავიგე, პირველ რიგში, ვიკითხე, რა გეგმები ჰქონდათ ჩემთან დაკავშირებით, მათ კი მიპასუხეს, რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში ლივერპულის ძირითად მეკარედ განმიხილავდნენ

შემდეგ სეზონშიც იჯარის წესით წასვლას არ ვაპირებ, უკვე ლივერპულის რიგებში ვიქნები. ისევე 100%-ით დავიხარჯები, როგორც ვალენსიაში, ვიმუშავებ ჩემს თავზე. ალისონთან ვარჯიში ძალიან დამეხმარება”, – განაცხადა გიორგიმ.

მიუხედავად ამისა, გუნდი ჯერ არ დაუტოვებია ალისონ ბეკერს და დიდი შანსია, გიორგის ალისონის კონტრაქტის ამოწურვამდე ბრაზილიელ ვარსკვლავთან მოუწიოს კონკურენცია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები