გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ეგოიანმა სეზონი გოლით და საგოლე პასით გახსნა

გააზიარეთ

ევროპის წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში ჩემპიონატი ნელ-ნელა იწყება. საქმეში ჩაერთო ნიდერლანდების ერედივიზიონი, რომელიც ქართული გოლით გაიხსნა.

ირაკლი ეგოიანის ექსელსიორმა სტუმრად კამბურს 4:0 მოუგო, ჩვენებურმა კი გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

ეგოიანმა ანგარიში მე-17 წუთზე გახსნა – გიან დე რეგტის პასის შემდეგ ბურთი მასპინძელთა კარში ერთი შეხებით გადაგზავნა; საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ამას არ დასჯერდა და 31-ე წუთზე ნოა ნაუკოკსს გაატანინა; ნაუკოკსმა მოგვიანებით დუბლი შეასრულა, ხოლო კიდევ ერთი გოლი დავიდ გარდენმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ეგოიანი აღიარეს.

ექსელსიორი ერედივიზიონის მეორე ტურში, 15 აგვისტოს, ქვეყნის ჩემპიონ პსვ-ს უმასპინძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ლეგიონერები