გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ბუდუმ გოლით დაიწყო, ქვილითაიამ – ტრავმით

გააზიარეთ

დაიწყო გერმანიის მეორე ბუნდესლიგა და ქართული გოლიც ვიხილეთ. ბუდუ ზივზივაძემ ახალი სეზონიც ბომბარდირული თვისებებით დაიწყო.

ჩვენებურის ჰაიდენჰაიმმა შინ 4:3 მოუგო ოსნაბრიუკს. ანგარიში ზივზივაძემ გახსნა, ვინაც მარსელ კოსტლის პასი გამოიყენა. მალევე ჩვენებურმა მეორე გოლიც შეაგდო, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუუქმა.

საერთოდ, პირველი ტაიმი ბევრად სანახაობრივი და გოლუხვი გამოდგა: ქართველი შემტევის გოლი ვაიმანმა გაქვითა; შემდეგ კოსტლის გოლი და ჰაიდენჰაიმი მეორედ დაწინაურდა; თუმცა, კოპაშჩის გოლი ოსნაბრიუკმა ანგარიში მეორე გაათანაბრა; ტაიმის ბოლოს შოფნერი თავური და ჰაიდენჰაიმი ისევ იგებს;

მეორე ტაიმში ტაბლოზე ეს ანგარიში ბოლომდე ენთო, მაგრამ მერე გოლები მაინც ვიხილეთ: 89-ე წუთზე პერინგერმა კოსტლის კუთხური შემდეგ მასპინძლები ორი ბურთით დააწინაურა; მალევე ჰაიდენჰაიმის კარში პენალტი დაინიშნა და მაისნერმა სხვაობა შეამცირა. მეტი გოლი აღარ გასულა და ზივზივაძის გუნდმა სეზონის პირველივე მატჩში გამარჯვება მოიპოვა.

ქართველი შემტევი 88-ე წუთზე შეცვალეს.

კიდევ ერთი ქართველის, გიორგი ქვილითაიას გუნდი კილი დარმშტადს ეწვია და 2:2 ითამაშა. არადა, პირველი ტაიმის შემდეგ ორი ბურთით იგებდა, მაგრამ 76-ე და 86-ე წუთებზე გაუშვა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.

ქვილითაიას ტრავმის გამო არ უთამაშია…

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები