გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

წიტაიშვილი მადრიდში სამი წლით ითამაშებს

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველმა, გიორგი წიტაიშვილმა ესპანურ რაიო ვალეკანოსთან ხელი სამწლიან კონტრაქტს მოაწერა და 2028-29 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

იმედია, მადრიდელები სამივე წელს ლა ლიგაში გაატარებენ. გასულ სეზონში კი, რაიომ 38 ტურში 50 ქულა მოაგროვა და მერვე ადგილზე გავიდა. მადრიდელები ქულით ჩამორჩნენ ხეტაფესა და ევროტურნირებს.

რაც შეეხება წიტაიშვილს, გასული სეზონი მეცში იჯარით გაატარა. ფეხბურთელი კიევის დინამოს საკუთრება იყო, მაგრამ კონტრაქტის ვადა გაუვიდა და ესპანელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდა.

წიტაიშვილს საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 30 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს გაკეთებული. კარიერის განმავლობაში ასევე უთამაშია პოლტავას ვორსკლაში, ოდესის ჩერნომორეცში, კრაკოვის ვისლაში, პოზნანის ლეხში, ბათუმის დინამოსა და გრანადაში.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები