გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

საბა საზონოვი: ევროტურნირები ჩემთვის სიახლეა

გააზიარეთ

ლა ლიგის კლუბმა ხეტაფემ ესპანურ მედიას მედიას საბა საზონოვი წარუდგინა, რომელმაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

საბა საზონოვი:

„მიხარია, რომ ხეტაფეს წევრი ვარ. თავს კარგად ვგრძნობ და გასახდელშიც შესანიშნავი გარემოა. მქონდა საუბარი მწვრთნელ ბორდალასთანაც. ჩემი როლი ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაში და გოლის არგაშვებაა. ბოლომდე დავიხარჯები და  იმედი მაქვს, ყველანი შევძლებთ ერთმანეთის დახმარებას.

ხეტაფეში შარშანაც უნდა გადმოვსულიყავი, მაგრამ ტრანსფერი ბოლო წუთს ჩაიშალა. შესაბამისად, ტორინომ შემადგენლობაში აღარ შემიყვანა და წელიწადია არ მითამაშია. თუმცა, ვარჯიშს ყოველდღიურად ვაგრძელებდი.

ხეტაფეს თამაშებს თვალს გასულ სეზონშიც ვადევნებდი. ზოგიერთ ფეხბურთელს იტალიიდან ვიცნობ. მათთან კომუნიკაცია ინგლისურ და იტალიურ ენებზე მაქვს.

კარგი გუნდი გვყავს. წელს სამ ტურნირზე ვითამაშებთ. ამ სეზონში კონფერენსლიგაზე გამოვალთ. ევროთასებზე არასდროს მითამაშია და ეს ჩემთვის რაღაც ახალი იქნება. ყველანი ვმუშაობთ, რათა უკეთესები გავხდეთ. წარსულზე ბევრს არ ვისაუბრებ, ყურადღება აწმყოზე მაქვს გადატანილი. მშვენიერი სეზონი შეიძლება გამოგვივიდეს და ყველანი ძალიან მოტივირებულები ვართ“.

საბამ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშიც გამართა. ოფიციალური მატჩები ესპანეთის ჩემპიონატში 15 აგვისტოდან, ალავესთან სტუმრობით დაეწყება, 20 აგვისტოს კი, კონფერენს ლიგის ფლეი ოფიც იქნება. მანამდე ხეტაფე ამხანაგურად მონაკოსა (6 აგვისტო) და ტოტენჰემს (8 აგვისტო) გაეჯიბრება.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ლეგიონერები