
13 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ალექსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით 15 კალათბურთელი შეიკრიბა – სერბი პეციალისტის განკარგულებაში ყველა ის კალათბურთელია, რომელიც გამოიძახა.
ესენი არიან: მარკის რიდი, რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, დუდა სანაძე, გიორგი კობახიძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, სანდრო მამუკელაშვილი, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი ტურძილაძე, ვილი ისიანი და გოგა ბითაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ჯგუფში, ესპანეთისა და უკრაინის შემდეგ, მესამე ადგილი დაიკავა და მეორე ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ჯგუფიდან გასული სამი გუნდი D ჯგუფის სამ საუკეთესო გუნდთან – მონტენეგრო, პორტუგალია, საბერძნეთი გაერთაინდა და შეიქმნა ახალი, ექვსგუნდიანი ჯგუფი.
პირველ ეტაპზე დაგროვებული ქულები გუნდებს ახალ ჯგუფში გადაჰყვებათ. მომდევნო ექვს თვეში, სამი ფანჯრის ფარგლებში, ნაკრებები ახალ მეტოქეებთან 2-2 მატჩს გამართავენ. საქართველოს თამაში საბერძნეთთან, მონტენეგროსთან და პორტუგალიასთან გასვლა-სახლის პრინციპით მოუწევთ.
თამაშები 28 აგვისტოს იწყება და მონტენეგროს თბილისში დავუხვდებით, ხოლო 31 აგვისტოს პორტუგალიაში ჩავა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ცნობით, დღევანდელმა ვარჯიშმა ნაყოფიერად ჩაიარა. სტანდარტულ, ბაზისურ ვარჯიშებთან ერთად, მწვრთნელმა კალათბურთელებს კონკრეტული კომბინაციები დაამუშავებინა. პირველივე ვარჯიშზე კომბინაციების დამუშავება გასაკვირი სულაც არაა, რადგან წინა მატჩებთან მიმართებით ბირთვი გაძლიერებულია.
ნაკრებს პირველივე დღიდან შემოუერთდა სანდრო მამუკელაშვილი, რომელსაც წინა ფანჯარაში ამერიკაში დარჩენის მიზეზი ჰქონდა: მოლაპარაკებები ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან, რომელიც წარმატებით დაგვირგვინდა. შესაბამისად, მამუკელაშვილი საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ლეგენდარული კლუბის წევრის რანგში შეუერთდა.
ორლანდო მეჯიქის ცენტრი, გოგა ბითაძე, ესპანეთთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ ამერიკაში არ დაბრუნებულა, საქართველოში იმყოფებოდა და ნაკრების შეკრებაზე პირველივე დღეს გამოცხადდა. შეკრებებს შორის პერიოდში თორნიკე შენგელიამ მოასწრო კლუბის გამოცვლა და ბარსელონადან დუბაიში გადაინაცვლა; ნაკრების წევრთა ნაწილი კი –დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, ალექსანდრე მერკვილაძე და გიორგი ტურძილაძე თავისუფალი აგენტები არიან.
ოფიციალურ მატჩებამდე საქართველოს ნაკრები ორ სპარინგ-მატჩს გამართავს: პირველს, 19 აგვისტოს, ლიბანის ნაკრებს დახურულ კარს მიღმა ეთამაშება; 23-ში კი, ისრაელთან მატჩს გულშემატკივრებიც დაესწრებიან.
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 5 საათის agoბორჯღალოსნების საიუბილეო შემადგენლობა
გააზიარეთ14 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 37-წლიან ისტორიაში თავის მე-300 ოფიციალურ მატჩს ითამაშებს. მსოფლიო რაგბის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 8 საათის agoბუდუ ზივზივაძე: ჯგუფში ადგილს მნიშვნელობა აქვს
გააზიარეთსაქართველოს ნაკრები ნოემბრის სანაკრებო პაუზის პირველ შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს. მადიარებს 14 ნოემბერს, მიხეილ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 1 დღის agoნაკრებში ვირუსია – სვანაძეს საფიქრალი მოემატა
გააზიარეთსაქართველოს ნაკრები წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება აგრძელებს. შეკრების მესამე დღეს საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი