გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ჯაბა დვალის დუბლი ზესტაფონის რიგებში

გააზიარეთ

15 ოქტომბერს, მეოთხე ლიგის 23-ე ტურში ზესტაფონი მარტვილის მერანი 2-ს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 2:3 დამარცხდა.

მატჩის მთავარი გმირი ზესტაფონის მხრიდან ჯაბა დვალი იყო — ფეხბურთში დაბრუნებულმა თავდამსხმელმა თავის მეორე შეხვედრაში დუბლი შეასრულა. დვალმა გოლები 77-ე და 93-ე წუთებზე გაიტანა. მისი პირველი მატჩი დაბრუნების შემდეგ ალგეთის წინააღმდეგ იყო.

აღსანიშნავია, რომ ეს დვალისთვის მინდორზე დაბრუნების პირველი შემთხვევა არ არის. კარიერის დასრულების შემდეგ ის 2021 წელსაც დაუბრუნდა აქტიურ თამაშს და მაშინვე გოლით გამოირჩა ზესტაფონის რიგებში.

საინტერესოა, რომ დღეს ჯაბა დვალი ზესტაფონში კლუბის აღმასრულებელი დირექტორიც არის.

შეგახსენებთ, 40 წლის თავდამსხმელი ზესტაფონის ღირსებას წლების განმავლობაში იცავდა და კლუბთან ერთად ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ეროვნულ ლიგაში მის ანგარიშზე 127 გოლია — ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში.

ამ დროისთვის ზესტაფონი მეოთხე ლიგაში, 16 გუნდიან ჩემპიონატში, მე-12 ადგილზეა 25 ქულით და გასავარდნ ზონაში იმყოფება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი