
2 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინის ნაკრები რიგაში საქართველოს უმასპინძლებს. უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა შემადგენლობა დაასახელა…
მთავარი დანამატი იუტა ჯაზის მსუბუქი ფორვარდი სვიატოსლავ მიხაილიუკია, რომელმაც გასული სეზონი 50 მატჩში საშუალოდ 23.1 წუთში 9.4 ქულა, 2.5 მოხსნა და 1.9 პასი აგროვებდა. ამერიკიდან კიდევ ორი კალათბურთელია – კოლეჯების ლიგას ალეკსანდრ კობზისტი (ორეგონი) და მაქსიმ კლიჩკო (აღმოსავლეთ კაროლინა) წარმოადგენენ.
თუმცა, მეტოქეს დანაკლისიც საკმაოდ აქვს. ივლისის ფანჯარას გამოტოვებენ ალექს ლენი, ოლეკსანდრ ლიპოვი, როსტისლავ ნოვიცკი, იუსუფ სანონი, ბოჰდან ბლიზნიუკი და ვიტალი ზოტოვი, ვეტერანმა არტიომ პუსტოვიიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა.
აინარს ბაგაცკისი:
„საქართველოზე ბევრი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ გამხელას არ ვაპირებ. მათ ჩემთვის საიდუმლო არაფერი აქვს და მეტოქე, როგორც ჩემთვის, ასევე კალათბურთელებისთვის, სრულიად გაშიფრულია. სხვა საქმეა, რომ ჩვენზე იგივეს თქმა შეუძლიათ ქართველებსაც.
ღრმა შემადგენლობა არ გააჩნიათ, მაგრამ ჰყავთ კალათბურთელენი NBA-დან – მამუკელაშვილი და ბითაძე, ასევე შენგელია, რომელიც ამ დროისთვის, ევროპაში, ალბათ, საუკეთესო მძიმე ფორვარდია. ამას გარდა, საქართველომ ნატურალიზაცია გაუკეთა მარკიზ რიდს, რომელიც თურქეთის ჩემპიონატის MVP-ს გახდა. უკვე ოთხი კალათბურთელი დავასახელე, რომლებიც უმაღლეს დონეზე თამაშობენ. გამოდის, საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავთ.
ვუყურე საქართველოს ნაკრების მატჩებს დანიასთან. სამწვრთნელო შტაბის წევრებთან ერთად გავიარეთ გარკვეული დეტალები და შევთანხმდით, მოსამზადებელ ციკლში აქცენტი რაზე უნდა გავაკეთოთ.
შეკრებას ათიოდ დღეში დავიწყებთ. 25 ივნისს პირველი საკონტროლო მატჩი გვაქვს ანგოლასთან. ისინი დიდი ხანია ერთი და იმავე შემადგენლობით თამაშობენ და აფრიკაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები ჰყავთ. ძალიან ათლეტური გუნდია, რომლის წევრებსაც ერთი ერთზე თამაში უყვართ. ერთი შეხედვით მხოლოდ საკონტროლო მატჩია, მაგრამ კარგი შანსია შემადგენლობა გამოვცადოთ და ტაქტიკა შევიმუშავოთ.
28 ივნისს შიაულაიში ლიეტუვასთან ამხანაგური შეხვედრა გველის და ამით ყველაფერი ნათქვამია. ასეთი დონის მეტოქესთან სტუმრად თამაში დიდი გამოწვევაა. საქართველოსთან თამაშის წინ ეს შეხვედრები ძალიან უნდა დაგვეხმაროს. ხისტი თამაშისთვის უნდა ვიყოთ მზად და გონებას მოვუხმოთ, ისე, როგორც თბილისურ მატჩში. მაშინ, ეს ძალიან დაგვეხმარა“.
შეგახსენებთ, ჯგუფს ოთხი მოგებით ესპანეთი ლიდერობს; უკრაინას და საქართველოს 2-2 გამარჯვება აქვთ. თუმცა, საქართველოს ნაკრები უკვე შემდეგ ეტაპზეა, ხოლო უკრაინას საბრძოლო აქვს. ასევე მნიშვნელოვანია, ვინ რამდენი მოგებით გადავა მეორე ჯგუფში. დანიას მოგება არ აქვს, მაგრამ შანსი ჯერ კიდევ დარჩა,
უკრაინის ნაკრების შემადგენლობა
მცველები: ოლეკსანდრ კოვლიარი (ბუდუჩნოსტი, მონტენეგრო), დენის ლუკაშოვი (რიგასი, ლატვია), ეგორ სუშკინი (კიევ-ბასკეტი), ილია ტირტიშნიკი (კატარძანო, იტალია), სვიატოსლავ მიხაილიუკი (იუტა ჯაზი, NBA);
ფორვარდები: ივან ტკაჩენკო (ზადარი, ხორვატია), ოლეკსანდრ კობზისტი (ორეგონი, NCAA), ანდრიი ვოინალოვიჩი (საბაჰი, აზერბაიჯანი), არტიომ კოვალიოვი (იანკი არკი, ტაივანი), ვიაჩესლავ ბობროვი (დინამო, რუმინეთი), დანიილ შელესტი (ოვიედო, ესპანეთი);
ცენტრები: დანიილ სიპალო (დნიპრო), მაქსიმ კლიჩკო (აღ.კაროლინა, NCAA), დმიტრო სკაპინცევი (ჰაპოელ იერუსალიმი, ისრაელი).
იხილე მეტი
-
ქართული ფეხბურთი
/ 2 საათის agoევროტურნირებამდე სუპერთასი გაიმართება
გააზიარეთსლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2026 წლის გათამაშების ნახევარფინალური მატჩები 27 ივნისს გაიმართება. სუპერთასისთვის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 3 საათის agoმამუკელაშვილი ტორონტოს დატოვებასთან ახლოს არის
გააზიარეთცნობილი ინსაიდერის, მაკლ სკოტოს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი ტორონტო რეპტორსის დატოვებასთან ახლოს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
საქართველოს ჩემპიონატი
/ 3 საათის agoლიდერის ფრე და ბათუმელთა გამარჯვება
გააზიარეთსანაკრებო პაუზით გამოწვეული შესვენების შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა. მე-17 ტური სენსაციურად კი დაიწყო…...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი