გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შენგელიამ შერმადინის გარეშე მოთამაშე ტენერიფეს აჯობა

გააზიარეთ

ACB ლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში თორნიკე შენგელიას ბარსელონამ საკუთარ მოედანზე გიორგი შერმადინის ტენერიფე დამაჯერებლად დაამარცხა – 100:67.

ქართული დერბი არ შეგდა. მიზეზი გიორგი შერმადინის ჯანრთელობაა – ჩვენებურს გულის არითმიის გამო სეზონი ნაადრევად დაუსრულდა და ტენერიფეს ვერ ეხმარება.

რაც შეეხება შენგელიას, ქართველი ფორვარდი მატჩის MVP გახდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანს საამისოდ 17:55 წუთი დასჭირდა, სასტარტო ხუთეულში მყოფმა ქართველმა 14 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. მართალია, ბრიზუელამ და იეგომ ჩვენებურზე მეტი ქულა დააგროვეს, მაგრამ შენგელიამ მარგი ქმედების კოეფიციენტით (24) ყველას აჯობა.

სერიის მომდევნო მატჩი ისევ კატალონიაში 11 ივნისს შედგება, ხოლო 13-ში სერია უკვე კანარის კუნძულებზე გადაინაცვლებს, მეორე ნახევარფინალურ წყვილში ურთიერთობას ვალენსია და ბადალონა არკვევენ.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი