გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შენგელია და შერმადინი ნახევარფინალში გადაიკვეთნენ

გააზიარეთ

ესპანეთის ლიგა ენდესას ნახევარფინალში ქართველთა გუნდები დაუპირისპირდებიან. თორნიკე შენგელიას ბარსელონა და გიორგი შერმადინის ტენერიფე ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ. თუმცა, ჩვენი ეროვნული გუნდის მოქმედი კაპიტნისა და ყოფილი ცენტრის უშუალო დუელს პარკეტზე ვერ ვიხილავთ, რადგან შერმადინი ჯანმრთელობის პრობლემების გამო კანარელებს ვერ დაეხმარება.

ტენერიფემ მიმდინარე გათამაშებაში ნამდვილი სენსაცია მოახდინა. რეგულარული სეზონის მერვე პოზიციაზე გასულმა კუნძულელებმა მეოთხედფინალურ ეტაპზე ტურნირის მთავარი ფავორიტი, პირველ ადგილზე გასული და ბოლო ორი წლის ჩემპიონი მადრიდის რეალი სერია ში 2:1 დაამარცხეს. „სამეფო კლუბთან“ დაპირისპირების მესამე, გადამწყვეტ შეხვედრას მადრიდის არენამ უმასპინძლა, სადაც სტუმრებმა მეტოქე შთამბეჭდავი ანგარიშით, 107:95 გაანადგურეს.

საკუთარი სერიის ფინალური აკორდი სტუმრად ბარსელონამაც ეფექტურად დაასრულა, როდესაც მურსიას გადამწყვეტ მატჩში შანსი არ დაუტოვა – 100:76. კატალონიელთა სასტარტო ხუთეულში მყოფმა 34 წლის ქართველმა მოედანზე გატარებულ 24 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თოკომ ექვსიდან ოთხი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმოს ოთხივე სროლა ზუსტად შეასრულა.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი