გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ამერიკული მედია – მამუ მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს ახალი სეზონიდან ახალ გუნდში, ტორონტო რეპტორსში ითამაშებს. მედიას უკვე აინტერესებს, მიიღებს თუ არა ჩვენებური გუნდში სრულფასოვან როლს.

„გასულ სეზონში, როდესაც მამუკელაშვილი სან ანტონიოში ირჯებოდა, მოედანზე საშუალოდ 11.2 წუთს ატარებდა და ამ დროში 6.3 ქულასა და 3.1 მოხსნას აგროვებდა. ჯამში ნათამაშებ 681 წუთში, მამუკელაშვილმა 60-ჯერ ისროლა სამქულიანი (37.3% სიზუსტით) და გრძელი დისტანციიდან ყველაზე ხშირად მსროლელი „მაღალი“ იყო.

მამუკელაშვილს იმედი აქვს, რომ ტორონტოში უფრო სტაბილური როლი ექნება. მას ნამდვილად შეუძლია წუთების მიღება სკოტი ბარნსის გვერდით, რომელიც არ არის მსროლელი და ფართან მისასვლელი სივრცე სჭირდება.

ისმის კითხვა: გახდება ეს წელი, რომ მამუკელაშვილი როტაციაში სრულფასოვან როლს მიიღებს? მისი ასაკის (26 წელი), სამქულიანების სროლისა და გუნდის გათვალისწინებით, ქართველი უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება“, – წერს Yahoo Sports.

მამუკელაშვილი NBA-ში 2021-22 წლების სეზონიდან თამაშობს. თავდაპირველად მილუოკი ბაქსში, შემდეგ სამი სეზონი სან ანტონიო სპურსში.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად კალათბურთი