გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ანზორ მექვაბიშვილს ხეტაფეს სკაუტები აკვირდებიან

გააზიარეთ

რუმინული მედიის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და უნივერსიტატია კრაიოვას ნახევარმცველ ანზორ მექვაბიშვილს ესპანური კლუბი ხეტაფეს სკაუტები აკვირდებიან.

ესპანელები ქართველის სანახავად რუმინეთის თასის ფინალს დაესწრნენ, რომელშიც მექვაბიშვილის გუნდმა კლუჟს პენალტებში (6:5) მოუგო.

ფინალში მექვაბიშვილი მოედანზე 57-ე წუთზე გამოჩნდა. ჩვენებურმა მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში გაიტანა და კრაიოვას ტიტულის მეცხრედ მოგებაში დაეხმარა.

როგორც ირკვევა, მექვაბიშვილს რეკომენდაცია რუმინეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, კრაიოვიანუმ გაუწია.

რუმინული მედია კრაიოვანუს სიტყვებს აქვეყნებს:

„აშკარად ჩანს, რომ ესპანელებმა რაღაც საინტერესო დაინახეს. კონკრეტულად ანზორის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ყველა ფეხბურთელს ვგულშემატკივრობ, მიმაჩნია, რომ მექვაბიშვილი ფანტასტიკური ფეხბურთელია. ძალიან კარგია ტაქტიკური თვალსაზრისით, აქვს მოედნის ხედვა, ძლიერია ართმევაზე, კარგად ურტყამს და ასრულებს სტანდარტულებს. ჩემი აზრით, ის უნივერსალური ფეხბურთელია. რეკომენდაცია მანამდეც გავუწიე, ასევე ვისაუბრეთ ჩიკილდეუს, ბაიარამისა და კრეცუს შესახებაც. იმედია, ვიღაც შეამჩნევს და გაყიდვის შემთხვევაში კრაიოვა კარგ ფასსაც მიიღებს“.

შეგახსენებთ, მექვაბიშვილი კრაიოვაში მესამე სეზონს ატარებს. 2025-26 წლების სეზონში კი, მაისური ყველა ტურნირის 48 მატჩში მოირგო, გაიტანა სამი გოლი და გააკეთა რვა საგოლე პასი.

კრაიოვა და კლუჟი ჩემპიონობისთვისაც იბრძვიან. რუმინეთის პირველობის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ლიდერი კრაიოვა მეტოქეს ქულით უსწრებს.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები