გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ზურიკო დავითაშვილი: ყველაფერი ჩვენს ხელშია

გააზიარეთ

სენტ ეტიენი ლიგა 1-ის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის. გუნდმა ეს პირდაპირ ვერ მოახერხა და ამის გაკეთებას შემოვლითი გზით ეცდება.

პირველი ნაბიჯი 15 მაისს უნდა გადაიდგას – სენტ ეტიენი როდეზს უმასპინძლებს. მატჩამდე პრესკონფერენციაზე „მწვანეების“ ქართველი ლიდერი, ზურიკო დავითაშვილი გამოცხდდა.

ზურიკო დავითაშვილი:

„ამიენის წინააღმდეგ გამარჯვება თავდაჯერულობისთვის მნიშვნელოვანი იყო. გუნდში ყველა მზადაა ხვალ დიდი თამაში ჩაატაროს. მეტოქეს კარგად ვიცნობთ. სამწუხაროა, რომ ლიგა 1-ში პირდაპირ ვერ გადავედით, მაგრამ ვიცით, რომ ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია.

ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება? ეს დიდი პატივია, მაგრამ როგორც ვთქვი, მხოლოდ ინდივიდუალური ჯილდოა. ახლა გუნდზე და ხვალინდელ ძალიან მნიშვნელოვან მატჩზე ვარ კონცენტრირებული. ბოლო დროს ტრავმებმა შემაწუხა და სამი კვირის გამიცდა, მზად ვარ გუნდს 90 წუთი დავეხმარო“.

შეგახსენებთ, დავითაშვილმა სეზონში 29 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ლეგიონერები