გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

არტეტა წნეხშია, სიმეონე – მშვიდად

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში ლონდონის არსენალი საკუთარ მოედანზე მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლებს. „ემირეიტ სტედიუმზე“ გუნდები ფინალში გასასვლელი საგზურისთვის იბრძოლებენ.

პირველი ჯახი ესპანეთში 1:1 დასრულდა, რაც ყველა წინაპირობას ქმნის მაღალი დონისა და დაძაბული შეხვედრისთვის. ორივე გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოლებს, ხოლო სატიტულო მატჩში გასასვლელი ბილეთის ბედს, მცირე დეტალები და მომენტების ეფექტურად გამოყენება გადაწყვეტს.

მნიშვნელოვანი მატჩი წინ ორივე მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. პირველად გულშემატკივრების წინაშე მიკელ არტეტა წარსდგა.

_ ოდეგორი და ჰავერცი მატჩისთვის მზად არია?

_ დიახ, ორივე ჯანმრთელად არის და თამაშისთვის მზად არიან.

_ როგორ ახასიათებთ ატლეტიკოს სტილს და სიმეონეს გუნდს?

_ ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს ძალიან მკაფიო იდენტობა და დიდი გამოცდილება ასეთ მატჩებში.

_ გრძნობს თუ არა გუნდი წნეხს ამ ეტაპზე?

_ ეს არის ის თამაში, რისთვისაც ჩვენ მთელი სეზონი ვმუშაობდით. ცხადია, წნეხი ამ დონეზე ბუნებრივიც არის.

_ რა იქნება მთავარი გასაღები გამარჯვებისთვის?

_ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად კონცენტრირებულები და თითოეული მომენტი სრულყოფილად გამოვიყენოთ.

_ როგორია თქვენი გზავნილი ფეხბურთელებისთვის?

_ მოედანზე უნდა გავიდეთ როგორც მხეცები და ვიბრძოლოთ ყოველი ბურთისთვის.

არტეტას შემდეგ დიეგო სიმეონეს დრო დადგა.

_ როგორია გუნდის მდგომარეობა ამ მატჩამდე?

_ მშვიდად ვართ და ვიცით რა უნდა გავაკეთოთ.

_ გეშინიათ თუ არა ემირეიტზე თამაშის ატმოსფეროს?

_ არა, ეს ფეხბურთია და ასეთი გარემო გვაძლიერებს.

_ როგორ აპირებთ არსენალის შეჩერებას?

_ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ორგანიზებულობა და მომენტების გამოყენება.

_ არის თუ არა წნეხი ჩემპიონთა ლიგაზე?

_ წნეხი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ჩვენ თამაშზე ფოკუსირებულები ვართ.

_ რა არის თქვენი მთავარი მიზანი?

_ გვინდა ვიყოთ ეფექტურები და გამოვიყენოთ ჩვენი შანსები.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ევროტურნირები