გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ახალი კონტრაქტი მზარდი ხელფასით

გააზიარეთ

რა გასაკვირია, რომ ბარსელონა თავისი სუპერვარსკვლავის შესანარჩუნებლად უკან არაფერზე იხევს. ისიც მოსალოდნელი იყო, რომ თავად ჯერ კიდევ თინეიჯერი ლამინ იამალი კლუბის შეცვლას არ ისურვებდა და ნაცნობ გარემოში დარჩენას ამჯობინებდა.

უცხოური ტაბლოიდების მტკიცებით, ესპანეთის ნაკრების და ბარსელონას 17 წლის ნახევარმცველი კატალონიურ გრანდში 2030 წლამდე დარჩება და მისი ანაზღაურება ბონუსების ჩათვლით წელიწადში 9 მილიონი ევრო იქნება. ნიშანდობლივია, რომ იამალს ხელფასი ყოველწლიურად ავტომატურად გაეზრდება, სანამ 18 მილიონს არ მიაღწევს.

ლა-ლიგის მიმდინარე სეზონში, რომელიც უკვე ფინიშის სწორზეა და სწორედ კატალონიელთა ტრიუმფით სრულდება, ლამინ იამალმა ბარსელონას მაისურით 34 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი პასი მიითვალა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, სადაც ბარსელონა გათამაშებას ნახევარფინალში ინტერთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა იამალმა მეტოქეთა კარი ხუთჯერ დალაშქრა.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი