გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბათუმი მესამეა, მეოთხე ზესტაფონში გაირკვევა

გააზიარეთ

საქართველოს სუპერლიგის მესამე ნახევარფინალისტი ბათუმია. ზღვისპირელებმა გორში ივერიონი 94:85 დაამარცხეს და სერია 3:1 დახურეს.

პირველი მეოთხედი ბათუმმა 29:15 მოიგო და თითქოს ნახევარფინალში გასვლა არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ გორელებმა თანდათან მოუმატეს და მესამე მეოთხედის ბოლოსკენ 64:58 დაწინაურდნენ. თუმცა, ეს მასპინძლების მაქსიმუმი გამოდგა. დასკვნითი ნაწილი ბათუმელებმა უკეთ ჩაატარეს და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მეტოქედ გასული სეზონის ჩემპიონი ქუთაისი ეყოლება.

მეტოქეს ელოდება თსუ, რომელიც ტყიბულის ორბსა და ზესტაფონის მარგვეთს შორის უნდა გაირკვეს. აქ სერიაში ანგარიში 2:2-ია და ბოლო მატჩია სათამაშო.

ორბმა მეოთხე შეხვედრა საკუთარ არენაზე გამართა და 91:76 იმარჯვა. პირველი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და მასპინძელთა მინიმალური უპირატესობით, 23:21 დასრულდა. გარდამტეხი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ტყიბულელებმა 9:0 გაქცევით დაიწყეს. ორბმა 11-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა, ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვია და თამაში ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება აღარ დაძაბულა.

პირველად, მიმდინარე ფლეი ოფში, გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო გახდა მეხუთე, გადამწყვეტი მატჩი. ამ წყვილის ბედი 3 მაისს, ზესტაფონში გადაწყდება.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი