გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ბარსელონამ მშვიდად მოიგო

გააზიარეთ

ლა ლიგის მატჩში ბარსელონამ გამარჯვება იზეიმა. ,,ნოუ კამპის” სტადიონზე გამართულ შეხვედრაში კატალონიელებმა ბილბაოს ატლეტიკი 2:0 დაამარცხეს.

ბარსელონამ მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა და აქტივში სამი ქულა ჩაიწერა.

ბარსელონა შეხვედრის 37-ე წუთზე დაწინაურდა. პედრის პასით ხელსაყრელ პოზიციაზე დარჩენილმა ბრაზილიელმა რაფინიამ მეკარე უნაი სიმონი მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

82-ე წუთზე ბილბაოს მცველმა ემერიკ ლაპორტემ საჯარიშო სულელური შეცდომა დაუშვა და ბურთი მეკარის ნაცვლად ფერმინ ლოპესს მისცა. ლოპესმა ეს საჩუქარი შეირგო და ბასკების კარში მეორე გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღევანდელი შეხვედრის გოლების ავტორებს რაფინიას და ფერმინ ლოპესს ორი ტურის შემდეგ 3-3 გოლი დაუგროვდათ და ამ დროისთვის კილიან მბაპესთან ერთად ბომბარდირთა დავაში ლიდერობენ.

კატალონიელთა რიგებში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის როდრის დებიუტი შედგა. როდრი მოედანზე 63-ე  წუთზე რაფინიას ნაცვლად შევიდა

ამ გამარჯვებით ბარსელონამ 6 ქულა დააგროვა და 7-0 ბურთების სხვაობით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

ბარსელონა 2:0 ბილბაო
1-0 რაფინია (37), 2-0 ფერმინ ლოპესი (82)

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ფეხბურთი