გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ბასილაშვილი მადრიდში კვალიფიკაციის ფინალში გავიდა

გააზიარეთ

მადრიდის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიელი სტეფანო ტრავალია 7:6; 6:4 დაამარცხა და ძირითად ბადეში გასასვლელად ერთი მოგება აშორებს.

პირველ სეტში ორივე ჩოგბურთელი საკუთარ მოწოდებას იგებდა და საქმე ტაიბრეკამდე მივიდა. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბასილაშვილმა მე-12 გეიმში, საკუთარ ჩაწოდებაზე სეტ-პოინტი გადაარჩინა. ტაი-ბრეიკზე კი, ჩვენებური უკეთ გამოიყურებოდა და 7:4 მოიგო.

მეორე სეტიც პირველის მსგავსად დაიწყო – ორივე საკუთარ ჩაწოდებას არ აფუჭებდა. თუმცა, მე-10 გეიმში ბასილაშვილმა მაინც აართვა.

კვალიფიკაციის ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელი პატრიკ კიპრისონი იქნება.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი