გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ბასილაშვილი რეიტინგში დაწინაურდა

გააზიარეთ

33 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის განახლებულ რეიტინგში წინ წაიწია – ქართველმა ჩოგბურთელმა 114-ე საფეხურიდან 104-ე ადგილზე გადაინაცვლა და ასეულში დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა.

ქართველის რეიტინგში პროგრესი ჩინეთში, ჩენდუს ტურნირზე წარმატებული გამოსვლით არის განპირობებული. ბასილაშვილმა მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც მსოფლიოს მეცხრე ჩოგანთან, ლორენცო მუზეტთან დამარცხდა, თუმცა ამ ეტაპზე გასვლამ მას დამატებით 59 ქულა მოუტანა.

ბასილაშვილი კვლავ ჩინეთში იმყოფება და ამჯერად 100-ქულიან „ჩელენჯერზე“ ასპარეზობს. პირველ შეხვედრაში ნიკამ დანიელი აუგუსტ ჰოლმგრენი დამაჯერებლად, ორ სეტში დაამარცხა – 6:2, 6:3 – და უკვე მერვედფინალშია. მომდევნო მეტოქედ კი ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩი ეყოლება, რომელსაც ბასილაშვილი 25 სექტემბერს დაუპირისპირდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი