გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილმა ქორებს ფრთები შეაჭრა

გააზიარეთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ლეიკერსმა სტუმრად ატლანტა ჰოუკსს 124:114 აჯობა. ეს იყო კალიფორნიელთა ზედიზედ მეექვსე მოგებული მატჩი და ახლა 10 მოგებითა და 2 მარცხით არა მხოლოდ დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს, არამედ სრულიად NBA-ში საუკეთესო შედეგის მქონე გუნდია.

ლოს ანჯელესელთა წარმატებაში ჩვენებურის წვლილი ძალიან დიდია: საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ქორებთან მატჩში იფრინა. სანდრო საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მაგრამ პარკეტზე სოლიდური დრო, 32:16 წუთი გაატარა და ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა – 23 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება. მამუმ ხუთიდან ორი ორქულიანი, რვიდან ხუთი სამქულიანი და ოთხივე საჯარიმო ჩააგდო. მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში ლეიკერსმა მეტოქეზე 20 ქულით მეტი ჩააგდო, რაც მთელ გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ლოს-ანჯელესელების მორიგი გაჩერება მილუოკიში იქნება, სადაც სანდროს განსაკუთრებული მატჩი ელის – მილუოკი ბაქსი სწორედ ის კლუბია, რომელმაც ქართველი დრაფტზე აიყვანა და 2021-22 წლებში სადებიუტო სეზონი გაატარა.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად კალათბურთი